უხელფეხოდ დარჩენილი, გუდასავით... ის არავის სჭირდება, თავად კი, ძლივს უმკლავდება ყველაფერს და სიცოცხლისთვის იბრძვის... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უხელფეხოდ დარჩენილი, გუდასავით... ის არავის სჭირდება, თავად კი, ძლივს უმკლავდება ყველაფერს და სიცოცხლისთვის იბრძვის...

page info icon
2023 ოქტომბერი 17
პატარა ოთახში, ნესტსა და სიცივეში, ზის კაცი, დაუსრულებელ ტანჯვად არის ქცეული მისი ცხოვრება. თქვენს წინაშეა ადამიანი, რომელიც უმოწყალოდ გასწირა ბედისწერამ, საშინელმა დაავადებამ კი, ხელ-ფეხის გარეშე დატოვა. წარსულ, ნორმალურ და ჯანმრთელ ცხოვრებაზე, მხოლოდ მტანჯველი მოგონებები აქვს შემორჩენილი. ცოცხალ გვამად აქცია თოთხმეტმა ოპერაციამ. მკურნალობის ნაცვლად, ექიმებმა მისი პრობლემები სკალპელით გადაჭრეს. „უნდა ილოცოს ადამიანმა, ამ თეთრხალათიან ყასბებს ხელში რომ არ ჩაუვარდეს. ვერ გადაურჩება! შემომხედეთ, რა დღეში ჩამაგდეს! თეთრხალათიანმა ყასაბებმა საახალწლო გოჭივით დამჩეხეს - ამბობს ზვიადი და გვაჩვენებს თავის ხელ-ფეხს, უფრო სწორედ იმას, რაც მათგან დარჩა. - დამჩეხეს. ჩემი პრობლემებით რომ ვაკითხავდი, მაშინვე დანის ქვეშ მაწვენდნენ.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,456 ₾
( 226 დონორი )
დასრულებულია

უხელფეხოდ დარჩენილი, გუდასავით... ის არავის სჭირდება, თავად კი, ძლივს უმკლავდება ყველაფერს და სიცოცხლისთვის იბრძვის...

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 პატარა ოთახში, ნესტსა და სიცივეში, ზის კაცი, დაუსრულებელ ტანჯვად არის ქცეული მისი ცხოვრება. 

თქვენს წინაშეა ადამიანი, რომელიც უმოწყალოდ გასწირა ბედისწერამ, საშინელმა დაავადებამ კი, ხელ-ფეხის გარეშე დატოვა. წარსულ, ნორმალურ და ჯანმრთელ ცხოვრებაზე, მხოლოდ მტანჯველი მოგონებები აქვს შემორჩენილი. ცოცხალ გვამად აქცია თოთხმეტმა ოპერაციამ. მკურნალობის ნაცვლად, ექიმებმა მისი პრობლემები სკალპელით გადაჭრეს.

„უნდა ილოცოს ადამიანმა, ამ თეთრხალათიან ყასბებს ხელში რომ არ ჩაუვარდეს. ვერ გადაურჩება! შემომხედეთ, რა დღეში ჩამაგდეს! თეთრხალათიანმა ყასაბებმა საახალწლო გოჭივით დამჩეხეს - ამბობს ზვიადი და გვაჩვენებს თავის ხელ-ფეხს, უფრო სწორედ იმას, რაც მათგან დარჩა. - დამჩეხეს. ჩემი პრობლემებით რომ ვაკითხავდი, მაშინვე დანის ქვეშ მაწვენდნენ.“

ზვიადს მარცხენა ხელზე მხოლოდ ნახევარი თითი აქვს დარჩენილი, რომლითაც ეტლს მართავს.

- გვიამბეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

ზვიადი: მხოლოდ 32 წლის ვიყავი მაშინ (2003 წელს), როდესაც ფეხის თითმა დაიწყო ლპობა. მეგონა, გაყინული მქონდა და თავისით მომირჩებოდა. რაღაც მალამოებს ვისვამდი, მაგრამ არ მშველიდა. მერე სულაც გაშავდა თითი და გაუსაძლისი ტკივილი დამეწყო. სწორედ იმ წუთიდან დაიწყო ჩემი ტკივილის ისტორიაც. ნაწილ-ნაწილ მომკვეთეს ჯერ ერთი ფეხი, მერე მეორე... შემდეგ ხელის თითებსაც მოედო განგრენა. ვერც ერთმა ექიმმა ვერ მიმკურნალა. მოკვეთა, მოკვეთა... ასე დავრჩი ნახევარი ადამიანი. ორივე ფეხი მუხლს ზევით მაქვს მოკვეთილი, მარჯვენა ხელი - იდაყვამდე, მარცხენაზე კი, თითები არ მაქვს. მგონი, ამით წამება დასრულდა. ან იქნებ, არა. რას გაიგებ?

 „შემომხედეთ, როგორი ვიყავი და რად ვიქეცი!“

- ახლახან, საავადმყოფოში იწექით. ამჯერად რა მოხდა?

ზვიადი: ერთი წლის წინ, ინფარქტი გადავიტანე. ძლივს გადამარჩინეს. გულზე ოპერაცია ჩამიტარდა, შუნტირება გამიკეთეს. რამდენიმე დღის წინ კი, ისევ ცუდად გავხდი. გულმა ფრიალი დამიწყო, სუნთქვა გამიჭირდა. მივხვდი, რომ გული ვერ მუშაობდა, მორიგი შეტევა დამეწყო. სასწრაფოს გამოძახება ძლივს მოვასწარი. 

- როგორი რთულია, ალბათ, ასეთ მდგომარეობაში მარტო ცხოვრება.

ზვიადი: ძალიან. როდესაც გვერდით არავინ გყავს, ჭიქა წყალი რომ მოგაწოდოს, ძალიან გულსატკენია. ოჯახის შექმნა ვერ მოვასწარი. მერე კი, ამდენი დაავადება რომ მქონდა, ვეღარ გავრისკე. ძალიან ვნანობ, მშვენიერი ბიჭი ვიყავი, არადა.

 „ყველაფერს მარტო ვაკეთებ, ვცდილობ, არავინ შევაწუხო. მართალი გითხრათ. და ეს ფიცარი და სათლია ჩემი სააბაზანოა... ზამთარ-ზაფხულ აქ ვბანაობ“

- თქვენი ცხოვრების სიყვარული ვერ იპოვეთ? რატომ არ დაქორწინდით?

ზვიადი: მიყვარდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ყველაფერს ბედი უნდა. საღამოობით ვფიქრობ ხოლმე, როგორი ოჯახი შეიძლებოდა მყოლოდა, როგორი მამა ვიქნებოდი. ალბათ, სამი შვილი მეყოლებოდა, ერთი ბიჭი და სამი გოგო. როგორ გავანებივრებდი... მაგრამ მერე, ამ აზრებს ვიშორებ. ცოლები ჯანმრთელ ადამიანებსაც კი შორდებიან. ალბათ, მეც მიმატოვებდა მეუღლე, ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახავდა.

- მომვლელი არავინ გყავთ?

ზვიადი: დედა და მამა. თავადაც ღრმად მოხუცებულები არიან, აწუხებთ ათასი დაავადება. მათი მომვლელი მე უნდა ვყოფილიყავი მაგრამ, რა გამოვიდა, თავადაც ხედავთ. არ ვაწუხებ. მხოლოდ მაშინ ვთხოვ დახმარებას, როდესაც ძალიან ცუდად ვარ. მეზობლად, ცალკე ვცხოვრობ, დამოუკიდებლად. ყველაზე რთული კი, ბანაობაა ჩემთვის. არ მაქვს არც საპირფარეშო, არც სააბაზანო. და ეს ნამდვილი კატასტროფაა. ონკანი ეზოშია. წყლის ავსება და ზიდვა ძალიან მიჭირს.

 „ახლა, მხოლოდ დედა არის ჩემს გვერდით, თავადაც მოხუცია და ავადმყოფობს. მას თავად სჭირდება დახმარება.“

 - რას საქმიანობთ ხოლმე?

 ზვიადი: საქმიანობა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. უბრალოდ დროს ვკლავ. ტელევიზორი არ მაქვს, მაქვს ძველი კომპიუტერი, ვუყურებ ფილმებს, ახალ ამბებს, მუსიკას ვუსმენ. რა უნდა ვაკეთო სხვა?

 „მარტო ვცხოვრობ ამ ოთახში. ჩემი ერთადერთი გასართობია ძველი კომპიუტერი.“

- კარგია, ჩვენს ფონდს რომ მიმართეთ! რით შეგვიძლია თქვენი ცხოვრების შემსუბუქება, ზვიად?

ზვიადი: ამჟამად, სასიცოცხლოდ მჭირდება ახალი ეტლი. ვერ ვმართავ ჩვეულებრივს: ცალი ხელი საერთოდ არ მაქვს, მეორეზე კი - მხოლოდ ნახევარი თითი. ელექტრო ეტლი მჭირდება. ჩემი უკვე გამოსულია მწყობრიდან. სახლიდან რომ გავდივარ, აკუმულატორი ჯდება ყველაზე უდროო დროს. ბორბლებიც გაფუჭებულია. ძალიან საშიშია. მე თვითონ, ასეთი ძვირადღირებული ნივთის ყიდვას ვერასდროს შევძლებ, ამიტომაც მოგმართეთ თქვენ. იქნებ, შეძლოთ ჩემი დახმარება?

 „სახლში ონკანი არ მაქვს. არ მაქვს არც სააბაზანო, არც საპირფარეშო. ეს საშინელი სატანჯველია ჩემთვის.“

- იქნებ, პროთეზირება გჭირდებათ?

ზვიადი: პროთეზებს ვერ გამოვიყენებ. მიჩვეული ვარ ეტლს. კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან, მჭირდება კბილების მკურნალობა. სულ გაფუჭებული მაქვს, ალბათ, თოთხმეტი ნარკოზის და წამლების გამო. გარდა ამისა, სახლში წყლის გაყვანილობა და რამენაირი სველი წერტილის მოწყობა მინდა გთხოვოთ. ზამთარში, მისი არქონა ნამდვილი ჯოჯოხეთია ჩემთვის!

 ზვიადი სრულიად მარტოა. არც მეუღლე ჰყავს, არც შვილი, არც მეგობრები, ვისგანაც მიიღებდა სულ ცოტაოდენ სითბოს მაინც. შვილებსა და მამობაზე ოცნებებიც გაუქარწყლდა. ზვიადი არა მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს, არამედ უიმედობას ებრძვის. სჭირდება მზრუნველობა და ყურადღება. გარე სამყაროსთან აკავშირებს მხოლოდ ელექტრო ეტლი, რომელიც ხშირად ფუჭდება და სარისკოს ხდის სახლიდან მის ყოველ გასვლას.

ზვიადის ტანჯვა უკვე ოცი წელია გრძელდება, მან თოთხმეტი ოპერაცია და ორი ინფარქტი გადაიტანა. საკუთარი ტკივილისა და უმწეობის პირისპირ მარტოდ მარტოა დარჩენილი. გავიხსენოთ, რა არის ნათქვამი ბიბლიაში იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტანჯულთა დახმარება: „რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.“(მათეს სახარება 25:40). მოდით, საკუთარი თავი წარმოვიდგინოთ მის ადგილას და უკეთესი მომავლის მცირედი იმედი მაინც ვაჩუქოთ. ზვიადს სჭირდება ახალი ეტლი, კბილების მკურნალობა და სველი წერტილის კეთილმოწყობა, ჩვენ კი უბრალოდ არ გვაქვს უფლება, ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არ დავეხმაროთ.

თუ გსურთ მოინახულოთ ზვიადი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი გამარჯვება.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ზვიად ჭინჭარაული)

  თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

  ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! 

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


მსგავსი პროექტები: