ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება
2017 ივნისი 27
180
ორმა ინსულტმა ჯანმრთელი და მოსიყვარულე მეუღლე და მამა ვახტანგ ჯიქურიძე საწოლს მიაჯაჭვა. ამის შემდეგ ოჯახის არსებობა კოშმარად გადაიქცა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
77 ₾
(
10 დონორი )
ორმა ინსულტმა ჯანმრთელი და მოსიყვარულე მეუღლე და მამა ვახტანგ ჯიქურიძე საწოლს მიაჯაჭვა. ამის შემდეგ ოჯახის არსებობა კოშმარად გადაიქცა! ინვალიდობის პენსია და მიზერული სოციალური დახმარება საკვების და მედიკამენტების შესაძენადაც კი არ ჰყოფნით.
როგორ აჭამოს ბავშვებს და როგორ შეიძინოს წამლები მეუღლისთვის, როგორ გადაიხადოს კომუნალური გადასახადები - ეს დოდოს მთავარი საფიქრალია. ეკლესიამ მისცა მას რწმენა, რომ ყველა უბედურება გაივლის, ღმერთი და კეთილი ადამიანები დაეხმარებიან მათ.
დოდო ღვეზელების ცხობით არჩენს ოჯახს. ის ცრემლებს ვერ იკავებს, როდესაც ბავშვების ნაღვლიან თვალებს ამჩნევს. პატარები დედას შესცქერიან, როგორ მიაქვს გემრიელი ღვეზელები სახლიდან. ძალიან უნდათ რომ გასინჯონ ერთი მაინც, მაგრამ იციან, რომ გამომუშავებული გროშებით მამას წამლები უნდა უყიდონ.
ეს ოჯახი, ისევე როგორც ასობით სხვა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი ჩერნოვეცკის ფონდიდან რეგულარულად იღებს დახმარებას პროდუქტების, წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების სახით და ეს დახმარება ოჯახისთვის დიდი შვებაა.
საცხოვრებელი, სადაც ჯიქურიძეები ცხოვრობენ, სახლი პირობითად შეიძლება ვუწოდოთ. სახურავი ფაქტობრივად არ არსებობს, ერთ პატარა 14 კვ.მ ოთახში 6 ადამიანი ცხოვრობს. ბავშვებს დედასთან ერთად ხშირად ცივ იატაკზე დაძინება.
თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ოჯახს საკვები პროდუქტებით, წამლებით, ჰიგიენური საშუალებით ან ფინანსურად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 ( დანიშნულება: ჯიქურიძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან.
მოგიწოდებთ ყველას ცოტახნით დაივიწყეთ თქვენი პრობლემები, მიმოიხედეთ გარშემო და წარმოიდგინეთ როგორ უჭირთ მათ ვინც კი არ ცხოვრობს არამედ არსებობს.
.
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ძალიან მეშინია, ისე არ მოვკვდე, რომ მეგობრები და შვილები არ მყავდეს“
ეტლს მიჯაჭვული ახალგაზრდა გოგონა, სოფიკო ყოველდღე ევედრება ღმერთს, ტკივილისგან იხსნას, მეგობრები და შვილები გამოუგზავნოს, ვისთანაც ლაპარაკს შეძლებს და არ დასცინებენ თავისი...
შეგროვებულია
4,191.8 ₾
დაეხმარა
429
|