აბანოს ყოფილ შენობაში გატარებული სიბერე - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

აბანოს ყოფილ შენობაში გატარებული სიბერე

page info icon
2017 აგვისტო 3
79 წლის თამარ პარუნაშვილი საზოგადოებრივი აბანოს ყოფილ შენობაში ცხოვრობს, სრულ სიღარიბესა და სიღატაკეში.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
260 ₾
( 9 დონორი )
დასრულებულია

გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანისთვის რეალური დახმარების აღმოჩენას ბევრად მეტი ძალა აქვს, ვიდრე უბრალოდ სიბრალულისა თუ თანადგომის გამოხატვას!

  აი, უკვე რამდენიმე წელია, რაც 79 წლის თამარ პარუნაშვილი საზოგადოებრივი აბანოს ყოფილ შენობაში ცხოვრობს, სრულ სიღარიბესა და სიღატაკეში. რომ არა ჩერნოვეცკის ფონდის “შინ მოვლის” პროგრამა, მისი ფიზიკური გადარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.

…შაქრიანმა დიაბეტმა და გულის დაავადებამ თამარ პარუნაშვილის ჯანმრთელობა ძლიერ შეარყია. დამოუკიდებლად გადაადგილება პრაქტიკულად არ შეუძლია, ხანდახან მახსოვრობა იმდენად ჰღალატობს, რომ ნათესავებსაც კი ვერ ცნობს.

საცხოვრებელი პირობები, სადაც იგი ცხოვრობს, კოშმარულია. შენობაში არ არის ელემენტარული რემონტი, ბეტონის იატაკზე დაგებული იატაკი დალპა, კედლებზე გაჩნდა ობი.

თამარ პარუნაშვილს უვლის ქალიშვილი, რომელიც ვერ მუშაობს, რადგან დედის მარტო დატოვება არ შეიძლება. 

ბიუჯეტი ოჯახისა, სადაც მცირეწლოვანი გოგონაც იზრდება, შედგება პენსიისა და სოციალური შემწეობისგან.

სიტუაცია გაართულა იმ ფაქტმა, რომ პარუნაშვილების საცხოვრებელთან ახლოს გახსნილი იყო ავტოსახელოსნო და ავტომანქანების შეღებვის შედეგად გამოყოფილმა მომწამვლელმა ნივთიერებებმა, საღებავებისა და ლაქის აუტანელმა სუნმა პატარა გოგონა ალერგიით დააავადა.

ჩვენ მოგმართავთ თხოვნით გაუწიოთ ამ საცოდავ ქალს დახმარება შეძლებისდაგვარად, რითიც შეგიძლიათ, იქნება ეს პამპერსები, მედიკამენტები, ავეჯი, საოჯახო ტექნიკა თუ საკვები პროდუქტები.

თუ გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფინდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თამარ პარუნაშვილი) ან პირდაპირ  ჩვენი საიტიდან сайтаhttps://chernovetskyifund.ge/ge/projects

გახსოვდეთ, როდესაცადამიანსვეხმარებით, ამითმასმომავლისიმედსვჩუქნით!


მსგავსი პროექტები: