საახალწლო სადღესასწაულო სადილი - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საახალწლო სადღესასწაულო სადილი

page info icon
2017 დეკემბერი 8
page info icon
945
არიან ადამიანები, რომლებიც სანახევროდ შიმშილობენ, მარტოობასა და სიღარიბეში ატარებენ დღეებს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
705 ₾
( 7 დონორი )
დასრულებულია

დასამალი არ არის, რომ ბევრმა ჩვენგანმა უკვე დაიწყო საახალწლო მზადება, საჩუქრების შერჩევა და სადღესასწაულო სუფრაზე ფიქრი, რათა ახალი წლის დადგომას ღირსეულად და მხიარულად შეხვდეს!

წინა საახალწლო ციებ–ცხელებაში ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ირგვლივ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც სანახევროდ შიმშილობენ, მარტოობასა და სიღარიბეში ატარებენ დღეებს. ახალი წლის დადგომას სევდიანი განწყობით ელიან. მათ ელემენტარული სადილის გაკეთების საშუალებაც არა აქვთ, რომ არაფერი ვთქვათ საჩუქრების ყიდვასა და გართობაზე. ბევრი მათგანი ახალი წლის დადგომას არც კი ელოდება, ადრე წვება, რათა საყოველთაო მხიარულების ფონზე  მშიერმა ბავშვებმა თავი დამცირებულად არ იგრძნონ.

საახალწლო დღეებში, ისევე როგორც ყოველთვის, ჩვენ არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე ჩვენს თანამოქალაქეებს.

ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად 300–ზე მეტი ადამიანისთვის სიკეთის ნამდვილ კუნძულად იქცა, საახალწლოდ ბენეფიციარებს დიდ საჩუქარს უმზადებს – სადღესასწაულო სუფრას! ეს არ იქნება ჩვეულებრივი სადილი, რომლითაც ყოველდღიურად ვუმასპინძლდებით სტუმრებს. ეს იქნება განსაკუთრებული, ძალიან გემრიელი და დასამახსოვრებელი სადილი.

მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, შემოგვიერთდით, რათა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ საახალწლო სუფრა ჩვენი ბენეფიციარებისთვის, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სასადილო) ან პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ru/projects/.

თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ  სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან  NovaTechnology, TBCpay და ExpressPay.განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი.

არ დაივიწყოთ ადამიანები, რომელებიც თქვენს დახმარებას ელიან, აჩუქეთ მათ  სიხარული და მომავალი 2018 წლის იმედი! 


თეგები:
#სასადილო