შვილიშვილი ბებიას უვლის, როგორც პატარა ბავშვს - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შვილიშვილი ბებიას უვლის, როგორც პატარა ბავშვს

page info icon
2018 იანვარი 5
„ნუთუ ისე მოვკვდები, რომ დღის სინათლეს, მზეს და ცას ერთხელ მაინც ვერ ვნახავ...“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
739 ₾
( 51 დონორი )
დასრულებულია
უკვე რამდენიმე წელია, რაც მას დღის სინათლე არ უნახავს, არ გასულა სუფთა ჰაერზე და ნალოლიავები ეზოსთვის თვალი არ შეუვლია. მთელი დღე წევს საწოლში და ობიან კედლებს მისჩერებია...
ეს ქალბატონი საკუთარ სახლში ავადმყოფობამ დაატყვევა. სამწუხაროდ, არავინაა დაზღვეული მსგავსი პრობლემისგან, და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ასეთ გამოუვალ  სიტუაციაში... 
ამასწინათ, დახმარების მიზნით ჩვენ დაგვიკავშირდა ჭიათურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლევან მუმლაძე, რომელიც მწოლიარე ბებიას უვლის.
75 წლის გულიკო გოცაძე საწოლს არის მიჯაჭვული. მას ხერხემლის გამრუდება აქვს და ნევროზით არის დაავადებული, ხოლო რევმატიზმის გართულებული ფორმა არ აძლევს ლოგინიდან წამოდგომის საშუალებას, თუნდაც რამდენიმე წუთით. 
 სახსრების და ზურგის გაუსაძლისი და გამუდმებული  ტკივილები მის ცხოვრებას აუტანელს ხდის. 
გულიკო გოცაძე არ გასულა ეზოში მას შემდეგ, რაც ჩაწვა ლოგინში. „ ნუთუ ისე მოვკვდები, რომ დღის სინათლეს, მზეს და ცას ერთხელ მაინც ვერ ვნახავ...“ , - ამბობს  ხანდაზმული ქალბატონი. 
მთელ დღეებს იგი დანჯღრეულ საწოლში ატარებს, მიაჩერდება ჭერს და საყვარელი შვილიშვილის სკოლიდან დაბრუნებას მოუთმენლად ელის. იგი ბებიას წამალს დაალევინებს, ჭიქა წყალს მიაწოდებს და დაანაყრებს კიდევაც...ჩაით და პურით.     
სამწუხაროდ, მათ ხშირად უწევთ ასეთი მწირი სადილით დაკმაყოფილება, რადგან მიზერული პენსია და სოციალური შემწეობის დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მიდის და პროდუქტების საყიდლად თანხა არ ჰყოფნით. 
„ თვეში მას 50 პამპერსი სჭირდება, - ამბობს ლევანი. კიდევ აუარებელი წამალია საჭირო. დედაჩემის, რომელიც დღეს და ღამეს მუშაობაში ასწორებს, მთელი ხელფასი სწორედ ასეთ საჭიროებებზე იხარჯება. პროდუქტებს მეზობელ ჯიხურში სესხით ვყიდულობთ, მისი მეპატრონე კეთილი ადამიანია და ასეთ დათმობაზე წამოვიდა“.   
გულიკო გოცაძის ოჯახი უზომოდ მადლიერი იქნება თქვენი, თუ გაუწევთ მწოლიარე ხანდაზმულ ქალბატონს დახმარებას მედიკამენტების, პამპერსების,  საკვები პროდუქტების სახით, ხოლო ყველაზე მეტად მას სჭირდება ეტლი, რომლის ყიდვა თავად ოჯახს მძიმე მატერიალური ყოფის გამო არ ძალუძს.     
მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი და საშუალება, თანხა გულიკო გოცაძის დასახმარებლად შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გულიკო გოცაძე) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
“თუ არ შეგიძლია რომ ათასი ადამიანი გამოკვებო, მიეცი სარჩო-საბადებელი მხოლოდ ერთს მაინც”. (დედა ტერეზა) 

მსგავსი პროექტები: