დაღუპული შვილის მოლოდინში - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დაღუპული შვილის მოლოდინში

page info icon
2018 მაისი 2
ის სიცოცხლის უკანასკნელ წლებს უკიდურეს სიღარიბესა და შვილის დაბრუნების განუწყვეტლივ მოლოდინში ატარებს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
647 ₾
( 28 დონორი )
დასრულებულია
ამ სათნო მოხუცის თვალებში უამრავი ტკივილი იკითხება და როგორც არ უნდა ცდილობდეს იგი, გულში დაგუბებულ სევდას მაინც ვერ დამალავს... მას არ უყვარს ბევრი საუბარი, თუმცა როდესაც წარსულ დღეებს იხსენებს, ცრემლებისგან ვერ იკავებს თავს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ამ ადამიანს სწორედ ცრემლები ანუგეშებს და ერთგვარ შვებას ანიჭებს...
88 წლის ვალერიან ორაგველიძე მარტოხელა პენსიონერია, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებს უკიდურეს სიღარიბესა და შვილის დაბრუნების განუწყვეტლივ მოლოდინში ატარებს... 
იყო დრო, როდესაც ვალერიანს დიდი ბინა ჰქონდა, მაგრამ განგებამ არ დაინდო მისი ოჯახი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აირია ამ ადამიანის ცხოვრება: შვილმა ცხოვრების არასწორი გზა აირჩია გაყიდა მშობლების ბინა და ხანდაზმული მოხუცი ქუჩაში დატოვა. მადლობა ღმერთს, ქარხანაში, სადაც ვალერიანი წლების განმავლობაში მუშაობდა, გულთან ახლოს მიიტანეს მისი გასაჭირი და შეიფარეს მოხუცი, ბარაკის ტიპის შენობაში გამოუყვეს მას საცხოვრებელი ოთახი... 
„ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ბედნიერებაც ყოფილა და წუხილიც,  სიხარულიც და სიძნელეებიც, თუმცა დღემდე გაოგნებული ვარ ჩემი შვილის საქციელით - ასე როგორ გამიმეტა?! ...მაგრამ მზად ვარ ვაპატიო და აღვადგინო მასთან ურთიერთობა“, - ამბობს ვალერიანი. 
სამწუხაროდ, მისი ვაჟი ვერასდროს დაბრუნდება, რამეთუ იგი ცოცხალი აღარაა და ამის შესახებ მამამ არ იცის...შესაძლოა, ეს უკეთესი იყოს ხანდაზმული ადამიანისთვის, რადგან ადვილი მისახვედრი არ არის, რომ საკუთარი შვილის დაღუპვის ამბავს მისი გული ვერ გადაიტანს. …
დღეს ვალერიანი მხოლოდ წარსულით ცხოვრობს და საზრდოობს... ახალგაზრდობაში იგი ლექსებს წერდა და თქვენ წარმოიდგინეთ,  დიდ გალაქტიონ ტაბიძესაც კი იცნობდა. როგორც თავად იხსენებს, გენიალურ ქართველ პოეტს უყვარდა მასთან დროს ტარება. იყო რა განკიცხვის ობიექტი იმჟამინდელი მწერალთა კავშირის მესვეურთა მხრიდან, გალაქტიონი დევნას განიცდიდა და მის ახალგაზრდა მეგობრებს გულის ნადებს ხშირად უზიარებდა. ერთ-ერთი მათგანი სწორედ რომ ვალერიან ორაგველიძე გახლდათ…
ერთადერთი რამ, რაც მას იმ ბედნიერი წლებიდან შემორჩა, ეს არის საკუთარი ლექსების კრებული, რომელიც სიყვარულს და სამშობლოს ეძღვნება, რომელსაც ვალერიანი თვალის ჩინივით უფრთხილდება!..
ეს ხანდაზმული ადამიანი, კეთილი და უსაზღვროდ სევდიანი თვალებით, გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, თეთრეული -  აი ის, რაც მას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. „პრინციპში, სიკვდილი უნდა მსურდეს, მაგრამ იცით რა? ცოტა კიდევ მინდა ვიცოცხლო, რომ ეგებ შვილის დაბრუნებასაც მოვესწრო...“, - ამბობს ვალერიანი.
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი  დაეხმაროთ ვალერიან ორაგველიძეს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ვალერიან ორაგველიძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
სიკეთე ღვთისაგან მოდის და ადამიანებში სახლდება, იგი მოივლის მთელ დედამიწას და მადლით სავსე კვლავ უბრუნდება უფალს!

მსგავსი პროექტები: