ლედი ჩაჩხიანი - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ლედი ჩაჩხიანი

page info icon
2019 ივლის 16
page info icon
2366
მძიმე ცხოვრების მიუხედავად, უფალზე და ადამიანებზე არ განაწყენებულა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,918 ₾
( 196 დონორი )
დასრულებულია

ქალბატონი ლედის სახლში შესვლისას წარმოუდგენელი სიდუხჭირე და აუტანელი პირობები დავინახეთ. ოთახში საწოლს მიჯაჭვული მოხუცი იწვა, რომელიც პრაქტიკულად ვერ საუბრობდა. ახალგაზრდობაში ის ალბათ ძალზე მოხდენილი და ლამაზი ქალბატონი იქნებოდა. მის თვალებში ცხოვრების განმავლობაში დაგროვილ სევდას და ნაღველს ამოიკითხავდით.
გვინდა თქვენც გაგაცნით 84 წლის ქალბატონის ლედი, მისი მდგომარეობა არავის დატოვებს გულგრილს. 
 ქალბატონი ლედი მეორე ჯგუფის ინვალიდია. დიაგნოზი: არტერიული ჰიპოტენზია და პარკინსონის დაავადება. მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის შედეგად მას სიარული არ შეუძლია.ცხოვრობს ერთ ოთახიან ბინაში, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. ხანდახან მის მოსანახულებლად მიდის მისი ძმიშვილი ლაშა, რომელსაც სამწუხაროდ არც  ფიზიკურად და არც ფინანსურად დახმარება არ შეუძლია.
ჩვენ შევეცადეთ გავსაუბრებოდით ქალბატონ ლედის, მაგრამ ჩვენთვის მისი საუბრის გაუგებრობის გამო, მის მაგივრად ძმიშვილი გვპასუხობდა. 
წარმოშობით მამიდაჩემი ცაგერის რაიონიდანაა. ის ორი წლის იყო, როცა 1937 წელს მისი მამა დახვრიტეს ბოლშევიკებმა. დედამ მარტომ გაზარდა ის და მისი ძმა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ჩააბარა თბილისში ისტორიის ფაკულტეტზე და მის შემდეგ ცხოვრობს აქ. თავისი ცხოვრება სამსახურს და მის ძმიშვილებს მიუძღვნა, რომლებიც მამიდისაგან ყოველთვის გრძნობდნენ სიყვარულს და მზრუნველობას. ახლა კი ის მარტო ცხოვრობს და ვერავინ ვერ ეხმარება. ერთადერთი იმედი არის საქველმოქმედო ფონდი.
- ვინ იყო თქვენთვის ყველაზე კეთილი ადამიანი?
ძმიშვილის გადმოცემით ქ-ნ ლედის მკურნალობდა ვინმე ექიმი ელდარი, რომელმაც უფასოდ გაუგზავნა წამლები. ეს იყო მისთვის წარმოუდგენელი ყურადღება და სიკეთის გამოხატვა. „მე მახსოვს ის როგორ ტიროდა მადლიერების გამო. 
ზოგადად ძალზე მადლიერი ქალბატონია, მცირედი ყურადღებაც კი დიდ სიხარულს ანიჭებს. საბედნიეროდ, მის გვერდით დგას თქვენი საქველმოქმედო ფონდი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ფონდის ყველა თანამშრომელს უანგარო ყურადღების და დახმარებისათვის, რის გამოც ის მიტოვებულად არ გრძნობს თავს“,- გვიპასუხა ლაშამ.
- რომელია თქვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა?
- საჭიროა ისეთი წამლების მიღება, რომელიც გააუმჯობესებს მის მდგომარეობას და მეტყველებას.
- რა გახარებთ ყველაზე მეტად?
-წამლები,- ძლივს წარმოთქვა ლედიმ.
- გწამთ თუ არა ღმერთის?
-რა თქმა უნდა,- გვიპასუხა ლაშამ და გვაჩვენა ბიბლია და ხატების კუთხე,- თავის დროზე ის კითხულობდა ბიბლიას, ლოცულობდა და მარხულობდა.
- რას შესთხოვდით უფალს?
-ჯანმრთელობას,- გადმოგვცა ქ-ნის ნათქვამი ძმიშვილმა
- რას უსურვებდით ჩვენს მკითხველებს?
აქ ქ-ნმა ლედიმ მთელი ძალები მოიკრიბა და თავისი ძმიშვილის მეშვეობით გაგვაგებინა, რომ იგი შესთხოვს ადამიანებს იყონ კეთილნი და დახმარება გაუწიონ გასაჭირში მყოფ ხალხს. უფალი ყველაფერს ხედავს და სიკეთეს უხვად უბრუნებს.
-თქვენ იხსენებთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს?
- ხშირად მახსენდება ჩემი კლასელები,- გადმოგვცემს ლაშა.- მონატრებით კი მენატრება მეზობლის ბიჭი გოგა, რომელსაც შვილივით ვზრდიდი და რომელიც უკვე ცხოვრობს პრაღაში. მის შემდეგ, რაც წავიდა უცხოეთში, მისგან არაფერი გამიგია.მის შემდეგ რაც მამიდა შეუძლოდ გახდა, მისი მეზობლები საერთოდ არ ნახულობენ და არ კითხულობენ, თუმცა როდესაც ჯანმრთელად იყო სარგებლობდნენ მისი სიკეთით და სტუმართ მოყვარეობით. დღეს კი ის არავის არ ჭირდება.
- რა რჩევა მოუციათ ახლობლებს და მეგობრებს თქვენთვის და გაგითვალისწინებიათ თუ არა?
-ყველა ურჩევდა შეექმნა საკუთარი ოჯახი,- გადმოგვცემს ლაშა.- ბედისწერამ არ შეახვედრა მას ღირსეული ადამიანი, ვისთანაც შეეძლო ოჯახის შექმნა.
- დახმარებიხართ თუ არა უცხო ადამიანებს?
-ის ყოველთვის ყველას ეხმარებოდა და ბევრი სარგებლობდა ამით.
-გინდათ თუ არა ვინმესთან მიმოწერა ან შეხმიანება?
-მას უმძიმს საუბარი თავისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, თუმცა ამისი დიდი სურვილი აქვს. სწორედ ამიტომ ითხოვს მკურნალობას, რომ გახდეს უფრო აქტიური და კონტაქტური.
-გინდათ თუ არა, რომ მოძღვარი გეწვიოთ?
ქ-ნმა ლედიმ, თავი დაგვიქნია, და ჩვენ შევზელით გაგვეგო სიტყვა „ კურთხევა“ და  „მინდა“.
-ვის წინაშე მოიხდიდით ბოდიშს? 
- როდესაც მამიდა თავისი ჯანმრთელობის გამო შეუძლოდ გახდა ის ყველას შენდობას სთხოვდა,- გვიპასუხა ლაშამ.
ამით დავასრულეთ ჩვენი საუბარი ქ-ნ ლედი ჩაჩხიანთან.
იცით, მეგობრებო, რამდენად მტკივნეულია ხედავდე დაუძლურებულ ადამიანს, მის სევდიან თვალებს და ამ დროს ხვდებოდე, რომ ის არავის სჭირდება. დასაწყისში ჩვენ ავღნიშნეთ, რომ მის თვალებში სევდასთან ერთად გამოსჭვივის იმედი. იმედი იმისა, რომ მას დაეხმარებიან. მოდით, ყველა ერთად დავეხმაროთ ამ მოხუც ქალბატონს. მას არ ჰქონია ბედნიერება ყოფილიყო ცოლი, დედა და ბებია.
იგი იძულებულია სიცოცხლის დასასრული გაატაროს მარტოობაში, შიმშილის ზღვარზე და სნეულებაში. მისთვის ოცნება არის მედიკამენტები, რომელიც ცოტათი მაინც შეუმსუბუქებს დარჩენილ ცხოვრებას.
საკმარისია, რომ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა იმისათვის, რომ ცოტა მაინც შევულამაზოთ ისედაც უფერული სიბერე.
P.S. მიუხედავად იმისა, რომ ბედისწერას არ დაუზოგავს, ის მაინც არ განაწყენებულა არც უფალზე და არც ადამიანებზე. ეს იგრძნობოდა და ჩვენთვის იყო აბსოლუტურად გასაგები.
თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლედი ჩაჩხიანი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

მსგავსი პროექტები: