ძალაც კი არ შემწევს, ვინმეს ვუხმო დასახმარებლად... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ძალაც კი არ შემწევს, ვინმეს ვუხმო დასახმარებლად...

page info icon
2020 აგვისტო 13
87 წლის დინარა სრულიად მარტოა... ამ კეთილი ქართველი ქალის თვალებში მხოლოდ ტკივილი და უიმედობა იკითხება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,702 ₾
( 118 დონორი )
დასრულებულია

87წლის დინარა სრულიად მარტოა... ამ კეთილი ქართველი ქალის თვალებში მხოლოდ ტკივილი და უიმედობა იკითხება.

„ჩემო ქართველებო, დღედაღამ ვლოცულობ, გეძახით... ისე გელოდებით და მჯერა, რომ მოხვალთ ჩემთან და ავადმყოფს - მარტო არ დამტოვებთ...“ - დინარამ ხელი ხელზე მომიჭირა და დიდხანს არ გაუშვია.

4 წლიდან დაობლებული, ულმობელი ბედით მიყენებული სულიერი იარებით, მაგრამ უფლის ღრმა რწმენით, ის მსოფლიოსყველა ქართველისთვის ლოცულობს.

მოდით, მხარი დავუჭიროთ მას, მეგობრებო! ეს ჩვენთვის უფალთან მიახლოების შესაძლებლობაა!

დინარა ადამაშვილის ბედი - ეს არის საშინელი სიზმარი, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება... ეს მარტოობაში სიკვდილის საფრთხეა... ნათელი მოგონებები მას უბრალოდ არ აქვს - მხოლოდ სიღარიბე, ძალადობა და დამცირება ახსოვს! 4 წლისამ დაკარგა დედა და მას შემდეგ სიტყვა „ბედნიერება“ სამუდამოდ დაავიწყდა....

მას დედინაცვალი ზრდიდა, რომელიც უმოწყალოდ სცემდა და პატარა ასაკიდან ყველა ბინძურ საოჯახო საქმეს მას აკეთებინებდა ხოლმე... კონკიას ზღაპარია? ალბათ იკითხავთ. მაგრამ ამ ზღაპარს ბედნიერი დასასრული არ აქვს. აქ არც უფლისწულია, არც სასახლე... მხოლოდ ტანჯვა, ტკივილი, ღელვა... დედინაცვლის სიძულველი ლოთმა ქმარმა, შიმშილმა და სიღარიბემ ჩაანაცვლა.

 მაგრამ ამ უბედური ქალის ცხოვრებაში ეს ყველაზე დიდი საშინელება არაა. ცხოვრებამ მას საშინელი ხვედრი არგუნა - მარტოსული სიბერე... მას ჭიქით წყლის მიმწოდებელი, ან დღის მანძილზე, ხმის გამცემიც კი არ ჰყავს.

 ტანჯვითა და საშინელი პირობებით აღსავსე ცხოვრებამ თავისი ჰქმნა. შედეგებმაც არ დააყოვნეს: მწვავე გულის უკმარისობა, ჰაერის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, წნევა, ართრიტი, თიაქარი, დიაბეტი, ფილტვების ანთება, მტკივანი კუჭი, სკლეროზი! და ეს მისი დაავადებების სრული ჩამონათვალიც კი არაა!

დინარას არ ახსოვს, დღეს რა დღეა, ან წლის რომელი დრო; საკუთარი შვილის სახელის გახსენებაც კი ვერ შეძლო... სამაგიეროდ, მეხსიერება მოღალატესავით ინახავს ყველა იმ მტკივნეულ მოგონებას, რომლებმაც მის გულში შეუხორცებელი კვალი დატოვა! 

სიბერე რა გასახარია, არა? საქართველოში ასე არაა! საქართველო ხომ კეთილი და მორწმუნე ხალხის ქვეყანაა, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, დახმარების ხელი გაუწოდონ ახლობლებს, რომლებსაც უბედურება დაატყდათ თავს. სწორედ ჩვენს ხელთაა შესაძლებლობა, დინარას უკანასკნელი დღეები და ღმერთმა ქნას - წლებიც გავუფერადოთ!

-რა გტკივათ, დინარა? რა გაწუხებთ?

დინარა: ყველაფერი მტკივა, ჩემო კარგო, სულ ყველაფერი! - კვნესის მოხუცი. - ეს ჭკვიანური დასახელებები აღარ მახსოვს, მაგრამ სუნთქვა მიჭირს, გული მტკივა, კუჭი, ფეხები, ყველაფერი... განსაკუთრებით კი სული... მე ხომ საერთოდ არავის ვჭირდები?! ხანდახან საწოლზე დაჯდომაც კი არ შემიძლია, ძალაც კი არ შემწევს, ვინმეს ვუხმო დასახმარებლად...მეშინია, რომ ასე, მარტო მოვკვდები, მეზობლები კი მხოლოდ მეორე დღეს მიპოვნიან.

თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორც მოხდა ისე, რომ სიბერეში სრულიად მარტო დარჩით?

დინარა: მარტო? მთელი ცხოვრება მარტოობით ვიტანჯებოდი... კი, მყავდა ქმარი, შვილები... მაგრამ მგონია, რომ მას შემდეგ, რაც დედაჩემი გარდაიცვალა, მე აღარავის ვყვარებივარ... მაშინ სულ რაღაც 4 წლის ვიყავი. დედა სამშობიაროში წაიყვანეს; გვიხაროდა, ძმის გაჩენას ველოდებოდი. იმ ღამის შემდეგ, ჩემი ცხოვრება ბინდმა მოიცვა... ისინი სახლში არ დაბრუნებულან.. არც ძმა, არც დედაჩემი.. მახსოვს, ჩვენ სახლში უამრავი შავებში გამოწყობილი და მტირალი ხალხი იყო... 

მაშინ სულ პატარა რომ ვიყავი, არ მესმოდა, რა ხდებოდა ჩემ ირგვლივ და სად წავიდა დედაჩემი... მეგონა, რომ მე თვითონაც გავქრი, რადგან არავინ მამჩნევდა; მე კი ჩვენი სახლის ბნელ კუთხეებში ვიკუნტებოდი და თვალდახუჭული, ჩუმად ვტიროდი იმ იმედით, რომ ეს უბრალოდ საშინელი სიზმარი იყო - მე თვალებს გავახელდი და მთელი ეს კოშმარი გაქრებოდა. 

იმ დღიდან სულ დამავიწყდა, რა არის ბედნიერება.

მალე მამამ „სხვა დედა“ მომიყვანა, მითხრა, რომ ეხლა ის იზრუნებდა ჩემზე და მე ყველაფერში უნდა დამეჯერებინა მისთვის. ჯერ კიდევ მაშინ, გულმა ხინჯი მიყო, რადგან ვიგრძენი, რომ წინ კარგი არაფერი მელოდა. არ მოვტყუვდი... ოოო, როგორ მცემდა, ისე მცემდა, რომ სიკვდილს ვნატრობდი ტანჯვის შესაწყვეტად. სულ პატარა ბავშვს საოჯახო საქმეებს მაძლევდა და ნეტამც არ უნდოდა, თამაშს შევყოლოდი და რამის გაკეთება დამვიწყებოდა. ისე მცემდა და მანჯღრევდა, თითქოს ჩემთვის სულის გაფრთხობინება უნდოდა! 

მთელმა ჩემმა ბავშვობამ ასეთ წამებაში ჩაიარა, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო! 

კი მაგრამ, ასე როგორ? მამათქვენი თქვენს დაცვას არ ცდილობდა?

დინარა:მამამ არ იცოდა, ან უბრალოდ არ უნდოდა, რომ სცოდნოდა. სახლში არასდროს იყო - ან მუშაობდა, ან მეგობრებთან ატარებდა დროს. იგი უბრალოდ აღარ მიმჩნევდა მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა. იქნებ იმიტომ, რომ ჩემი სახის ნაკვთები მის თავს ახსენებდა... მისგან ერთი ტკბილი სიტყვაც კი არ მახსოვს...

- მერე რა მოხდა, სკოლა რომ დაამთავრეთ და გაიზარდეთ? უნივერსიტეტში ჩააბარეთ?

დინარა: რა უნივერსიტეტი... ჩემ მომავალზე არავის უზრუნია. ქუჩაშიც კი არ მიშვებდნენ, წარმოგიდგენიათ? საკუთარ ქალაქში ორიენტირებაც კი არ შემეძლო! დღემდე ასე ვარ. 22 წლამდე, საკუთარი მშობლის სახლში მრეცხავი და მოსამსახურე ვიყავი, მერე კი გადაწყვიტეს, რომ „ზედმეტი მჭამელი“ არ სჭირდებოდათ და ძალით გამათხოვეს ადამიანზე, რომელსაც წესიერად არც ვიცნობდი... როგორ ვტიროდი, როგორ ვევედრებოდი, რომ არ გავეთხოვებინე... მაგრამ მშობლიური სახლის კარი უბრალოდ ცხვირწინ მომიჯახუნეს...

გრძნობები დროსაც არ მოუტანია? ხომ ამბობენ, „შეეგუები, შეგიყვარდება“?...

დინარა: ჩემო გოგო, ვერც ხვდები, რას ამბობ... რომ გავთხოვდი, ჯოჯოხეთის მეორე წრეზე წავედი! ქმარს არასდროს ვყვარებივარ. ცოლად იმიტომ მომიყვანა, რომ დრო მოვიდა; უნდოდა, სახლში დიასახლისი ჰყოლოდა. დედამთილს არ მოვეწონე და სახლშიც კი არ შეგვიშვა. 45 წელი ერთიდან მეორე ნაქირავებ ბინაში ვიყიალეთ. ჩემი ქმარი სვამდა, გაუთავებლად! ფულის გამომუშავება მაგან არ იცოდა და ფაქტობრივად, ვმათხოვრობდით. ყოფილა დღეები, შვილებთან ერთად მხოლოდ წყალზე და გამხმარ პურზე ვყოფილვარ! მერე და რა ბოროტი ენა ჰქონდა?! ვცდილობდი, თვალებში არ მოვხვედროდი - ვიცოდი, რაღაც საძაგლობას აუცილებლად მეტყოდა. მინდოდა, მუშაობა დამეწყო, მაგრამ არც ეგ აწყობდა! „რა სამსახური! შენი ადგილი სახლშია, გაზქურასთან!“ - აი, რა განაცხადა, როცა ოჯახურ ბიუჯეტში ჩემი წვლილის შეტანა შევთავაზე.

- შვილები ახსენეთ - სად არიან, თქვენ სანახავად არ მოდიან? 

დინარა: შვილები... (სახეზე ღიმილისმაგვარი რამ გამოესახა) - დამივიწყეს. არ ვიცი, სად არიან. ვაჟი - მერაბი და გოგო... გოგო... არ მახსოვს, რა ქვია.

მგონი, ვიჩხუბეთ, მე კიდე ისე ძალიან მიყვარს ისინი... ალბათ, ვერ შევძელი, მათთვის კარგი დედა ვყოფილიყავი...

ქალიშვილი მგონი სადღაც წავიდა, არ მახსოვს; ბიჭი არც ვიცი, სადაა. ცოცხალი თუა,ჯანმრთელი? ღმერთმა ორივეს ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს. ისინი მუდამ ჩემ გულში არიან.

გამოდის, დამხმარე საერთოდ არავინ გყავთ? მარტო როგორ ართმევთ თავს? ვინმე მაინც ხომ უნდა გაგირეცხოთ, საჭმელი მოგიმზადოთ? 

დინარა: ღვთის წყალობით, ჯერჯერობით როგორღაც ვართმევ თავს. თვითონ ვრეცხავ, ხელით, ცივ წყალში... ხანდახან საჭმელსაც ვაკეთებ, თუმცა იშვიათად... ჩემი კეთილი მეზობლები მაჭმევენ.

ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება დაგატყდებოდათ თავს? როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი? 

დინარა: ბავშვობიდან იმდენად ნაცემი და დაჩაგრული ვიყავი, რომ ერთადერთი ოცნება მქონდა, ხელი არ შეეხოთ ჩემთვის, არ ვეცემე, არ ეყვირათ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება სიღარიბეში გავატარე, სიმდიდრეზე არასდროს მიოცნებია, უბრალოდ მშვიდი ცხოვრება მინდოდა... თუმცა, ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა. 

- ძალიან გითანაგრძნობთ… დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის?

დინარა:სად აღარ მივწერე წერილი, ჯერ კიდევ როცა ძალა შემწევდა და ხელებიც არ მიკანკალებდა ასე. მერიაში, „წითელ ჯვარში“... ყველა სახელმწიფო უწყებას მივმართე. ასაკთან ერთად სხვადასხვა დაავადებები გამომივლინდა, მკურნალობის საშუალება კი არ მქონდა; არსად არასდროს მიმუშავია, მეუღლეს სახლში კაპიკები შემოჰქონდა. 10 წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა და სრულიად მარტო დავრჩი, მხოლოდ პენსიაზე. საცხოვრებელი ფული არ მაქვს და მკურნალობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

პენსია თქვენი ერთადერთი შემოსავალია?

დინარა:დიახ, 220 ლარი. სოციალური დახმარებაც კი არ მომცეს, იმიტომ რომ ეს პატარა ოთახი ჩემ სახელზე არ არის გაფორმებული...

ანუ ეს ოთახი, რომელშიც ეხლა ცხოვრობთ, თქვენი საკუთრება არაა? 

დინარა:თან ხო, თან არა.ამ ეზოში ჩემი ქმრის მშობლები და ძმა ცხოვრობდნენ.. უფრო სწორედ, ძმა ეხლაც აქ ცხოვრობს, მეუღლესთან ერთად. ორივე 80 წლისები არიან, მაზლი კი მძიმედ არის ავად და საწოლს არის მიჯაჭვული.

დედამთილი დიდხანს არ გვღებულობდა... 45 წლის შემდეგ ეს კუთხე გამოგვიყო, ჰოდა, ეს მიწური ავაშენეთ. 10 კვადრატული მეტრია, სანიტარული კვანძი - ეზოში. ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ, მე და ჩემმა ქმარმა, მაგრამ დარეგისტრირება ვერ მოვახერხეთ. ქმარი დაიღუპა, მე კი აქ არანაირი უფლება არ მქონდა... 

- საერთოდ როგორ ცხოვრობთ აქ? საშინელი ნესტია...

დინარა: მაგიტომაც განმივითარდა ართრიტი... მაგრამ რა გინდა, რომ გააკეთო? თავს ზემოთ ჭერი მაინც მაქვს. 

ღმერთის გჯერათ?

დინარა:რა თქმა უნდა… ჩემი სული ყოველთვის ტაძრისაკენ მიილტვოდა, მაგრამ იქაც არ მიშვებდნენ, არც „მშობლები“, არც ქმარი... „ნუ დაყიალობ, სახლში იჯექი“ - ასე მეუბნებოდნენ; მაგრამ მადლობა ღმერთს, ხატები მაქვს და ხშირად ვსაუბრობ უფალთან... მართალია, ჩემი სიტყვებით, მაგრამ მთელი გულით და სულით... ვევედრები, რომ ჩემი შვილები ცოცხლები და ჯანმრთელები იყვნენ, სადაც არ უნდა იყვნენ... და მსოფლიოს თითოეული ქართველისთვის ვლოცულობ!

უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

დინარა: აბა, როგორ?! მე კეთილი მეზობლები მყავს; შემომივლიან, მეკითხებიან, როგორ ვარ, სადილს მიზიარებენ ხოლმე... მეზობელი ჩემ მაგივრად იღებს ჩემს პენსიას და კომუნალურ მომსახურებას იხდის, წამლებს მყიდულობს... და სულ ესაა ჩემი პენსია. ნახეთ, რამდენი წამალია. თითოეული მათგანი სიცოცხლის შენარჩუნებაში მეხმარება. თუნდაც ერთი რომ არ დავლიო, მოვკვდები. მეზობლებს საჭმელი რომ არ მოჰქონდეთ, ალბათ შიმშილისგან აღარ ვიქნებოდი... 

 - თქვით, რომ არასდროს გიოცნებიათ. ეხლა თუ ოცნებობთ რამეზე?

დინარა: მე მარტო ვარ, ჩემო გოგო, სულ მარტო... იცით, ეს როგორი საშინელებააადგომის ძალაც აღარ მაქვს. ვოცნებობ, რომ გვერდით ვინმე, თუნდაც ერთი ცოცხალი სული მაინც მავდეს... მარტოობაზე საშინელი არაფერია. 

- თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რა გესაჭიროებათ? 

დინარა: ძალიან მაწუხებს ხუთვები, მუდმივად ვცივდები, თვეში ერთხელ მაინც საავადმყოფოში მივყავარ სასწრაფოს... ცხელი წყალი არ მაქვს, ზამთარში კიდე შეშის ღუმელი მიდგას... კვამლი საშინლად მახრჩობს. სიცოცხლე ცოტა გამიადვილდებოდა, ბუნებრივი აირის ჰაერის და წყლის გამათბობელი რომ მედგას. სანიტარული კვანძი ეზოშია, ძლივს მივდივარ იქამდე; საფენების ხმარება მიწევს; და წამლები... წამლები... მთელი პენსია მაგაზე იხარჯება. კიდევ კარგი, სახელმწიფო პროგრამით, ზოგიერთი მათგანი 1 ლარი ღირს, თორემ ალბათ აქამდეც ვერ მოვატანდი... 

ცოტა რამე საკვები პროდუქტი რომ მომიტანოს ვინმემ, თორე იმედად მხოლოდ მეზობელი მყავს; თუმცა ყველას თავისი გასაჭირი აქვს, თავისი ოჯახი, შვილები; თვითონ მათაც სჭირდებათ დახმარება, რადგან ბევრი დარჩა სამსახურის გარეშე... საწოლი ცოტა ხანში დამეშლება, არც კი ვიცი, მგონი ეს ასაკით ჩემზე დიდია. მაგრამ კიდევ კარგი დაბალია და ეგ მშველის, თორე ჩემი ართრითის გადამკიდე ფეხების სიმაღლეზე დება არ შეიძლება. 

- ვხედავ, მაცივარი არ გაქვთ. საკვებს სად ინახავთ?

დინარა: არსად. აი, ამ კარადაში, ქვედა თაროებზე ჭურჭელი მიდევს, ზედაზე - ტანსაცმელი. თუ საკვები მაქვს, მაგასაც მანდ ვინახავ. მაცივარი კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ოღონდ რამე პატარა...

აი, სარეცხი მანქანა მართლა ძალიან მჭირდება... ძალა საერთოდ აღარ მაქვს.. და ვინ დამირეცხავს? ზეწრების რეცხვა მიწევს ხშირად. ცივ წყალში ვავლებ ხოლმე და ისე ვფენ, აბა რა ვქნა? სარეცხის ფხვნილი ხსენებაშიც არაა.

რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის მოგემართათ

დინარა:ეგ ჩემმა მეზობელმა გააკეთა. კეთილი გოგოა. დედამისი მძიმე ფორმის სიმსივნით არის ავად, მაგრამ ის მაინც ნახულობს დროს, რომ რამდენიმე წუთით შემომირბინოს... თვითონ ვერაფრით მეხმარება; თავადაც გესმით, ყველაფერი დედამისის მკურნალობაზე მიდის, მაგრამ მაინც ძალიან შესტკივა ჩემზე გული. მან მოგწერათ და მე მითხრა: „დიდია უფალი, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ შენს დახმარებას“... 

ბედნიერი ვარ, რომ მოხვედით. ძალიან დიდი ხანია, ჩემთან ამდენ ხანს არავის უსაუბრია... 

- ჩვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს, დარწმუნებული ვარ, ისინი თქვენს გაცნობას მოინდომებენ!

დინარა: ისეთი ბედნიერი ვიქნები, თუკი ვინმეს გავახსენდები... ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ! ისე გელოდებით და გეძახით... მე თქვენთვის ვლოცულობ, ფონდის მეგობრებო! 

----- 

 ნუ დატოვებთ მარტოხელა მოხუცს ყურადღების გარეშე - ჩვენ, მთელი საქართველო, მისი შვილები და შვილიშვილები გავხდებით და მივხედავთ მას! მარტოსული სიბერე, უმწეობა - ეს ყველაზე საშინელი ხვედრია. 

 დინარას ბედად ერგო ყველანაირი ტანჯვა, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ, ჰოდა, იქნებ სწორედ ჩვენ შევძლოთ მისთვის ნანატრი ბედნიერების ჩუქება? მოხუცი ხალხი, ისინი ხომ ბავშვებივით არიან - მათ მოფერება და სითბო, ელემენტარული ურთიერთობა სჭირდებათ, რომ არაფერი ვთქვათ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებზე... მოდით, ერთად შევუმსუბუქოთ ცხოვრება უბედურ მოხუცს და შევახსენოთ, რა არის ბედნიერება! 

 დინარას ძალიან ესაჭიროება საკვები პროდუქტები, წამლები, საფენები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საწოლი.

 წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი დედა ან ბებიაა! დარწმუნებულები ვართ, რომ უფალი აუცილებლად დაგლოცავთ!

შეგიძლიათ, ის პირადად გაიცნოთ, შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ და უფალი აუცილებლად დაგლოცავთ და მოგიზღავთ მაგიერს! 

მისამართიქ. თბილისი, მირზაანის ქუჩა, სახლი 15. სამწუხაროდ, დინარას ტელეფონი არ აქვს. ეს მისი მეზობლის, თეონას ტელეფონია: 555 94 45 51

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ დინარა ბებოს უბედურებაზე შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

GE15TB7194336080100003

GE42LB0115113036665000

GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: დინარა ადამაშვილი)

ასევე, თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით დინარა ადამაშვილსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: