ჩემმა შვილმა თავი ჩამოიხრჩო, რძალი გარდაიცვალა. მე ვიტანჯები, მაგრამ ორი ობლის ხათრით უნდა ვიცოცხლო - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემმა შვილმა თავი ჩამოიხრჩო, რძალი გარდაიცვალა. მე ვიტანჯები, მაგრამ ორი ობლის ხათრით უნდა ვიცოცხლო

page info icon
2022 ივნისი 9
„რამე მომიტანე, ბებიკო?“ – „და მე?“ ოთხი პატარა ხელი ირინას კისერზე ეხვევა. ბებიკომ ორი ცალი შოკოლადი მოუტანა. ბებიკო მშიერი უნდა იყოს მთელი თვე: ტყეში მჟაუნას დაკრეფს, ჭინჭრის წვნიანს მოამზადებს. სამაგიეროდ, მისი კნუტები - მაიკო და ნინიკო - კანფეტის გარეშე არ დარჩებიან.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,749 ₾
( 176 დონორი )
დასრულებულია
ჩემმა შვილმა თავი ჩამოიხრჩო, რძალი გარდაიცვალა. მე ვიტანჯები, მაგრამ ორი ობლის ხათრით უნდა ვიცოცხლო
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ირინას სახლი სახიფათოა, ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში მას თავზე დაემხოს და მოკლას
 „რამე მომიტანე, ბებიკო?“ – „და მე?“ ოთხი პატარა ხელი ირინას კისერზე ეხვევა. ბებიკომ ორი ცალი შოკოლადი მოუტანა. ბებიკო მშიერი უნდა იყოს მთელი თვე: ტყეში მჟაუნას დაკრეფს, ჭინჭრის წვნიანს მოამზადებს. სამაგიეროდ, მისი კნუტები - მაიკო და ნინიკო - კანფეტის გარეშე არ დარჩებიან.
აბა, სხვას ვის უნდა სთხოვონ კანფეტი? დედა და მამა ვერ მოუტანენ, ორივე ზეცაშია. მამამ თოკით „საქანელა“ გააკეთა, იქანავა და მერე, ღმერთთან წავიდა. დედას კი, მისი მარტო დატოვება არ უნდოდა და გაჰყვა, რომ ჩაეხუტოს. ბავშვებს სწორედ ასე აქვთ წარმოდგენილი ორივე მშობლის გარდაცვალება.
ორი წლის წინ, ირინას შვილმა, სერგეიმ, მოულოდნელად ჩამოიხრჩო თავი. სულ რაღაც ნახევარი წლის წინ კი, რძალიც, მარიკა კოვიდით გარდაიცვალა.
        ბებიკო გულში ინახავს ტკივილს. დიდი ხნის წინ, მას ინტერნატში ასწავლეს, რომ ვინმეს თუ ანახებ, სად გტკივა, აუცილებლად იქ ჩაგარტყამენ. ჩაურტყიათ, თანაც, ძალიან ხშირად. ამიტომ, არავის ანახებს. ის დიდი და ძლიერი ჩანს. ამ დროს კი, მიწისძვრისგან დანგრეულ სახლში იღუპება, რომელიც ძლივს დგას დაღმართის პირას. თვეობით შიმშილობს, მაგრამ კანფეტი შვილიშვილებისთვის მაინც მიაქვს. თითქმის ღია ცის ქვეშ სძინავს. თითოეული გამვლელი ხედავს, როგორ იღუპება ის. ყველას თვალწინ...
- აქ მარტო ცხოვრობთ, ირინა? 
ირინა: კი, მარტო, მადლობა ღმერთს. რამე რომ მოხდეს და სახლი ჩამოინგრეს, მარტო მოვკვდები. ჩემი შვილიშვილები - მაიკო (7 წლის) და ნინიკო (6 წლის) - რძლის მამასთან, შალვა პაპასთან ცხოვრობენ. არ მომყავს ჩემთან სტუმრად. ჩემი სახლი ცუდია, სახიფათო. მე თვითონ მივდივარ სანახავად.
ახლა, მათთვის მე მხოლოდ ბებიკო კი არა, დედაც ვარ და მამაც. მე უნდა მოვასწრო ყველაფერი ის, რაც ვერ მოასწრეს მშობლებმა. ვასწავლო, ვაჩვენო, აღვზარდო. (ამოიოხრა.)
ბებიკო და მისი საყვარელი გოგონები - მაიკო და ნინიკო
- ასეთი ახალგაზრდები, ერთმანეთს მიჰყვნენ. ეს რანაირად მოხდა, რატომ? ძალიან გითანაგრძნობთ.
ირინა: შვილს, ეს ყველაფერი სულ რაღაც ნახევარი საათის გაანმავლობაში შეემთხვა. მარიკა, ბავშვებთან ერთად, მაღაზიაში გაუშვა თვითონ კი, თავი ჩამოიკიდა. ბავშვები სახლში რომ შევიდნენ, ეგონათ, მამა „საქანელაზე ქანაობს“... მიცვივდნენ... მარიკას, ასეთი შოკის შემდეგ შაქარმა აუწია, მერე კი სწორედ ამან დაღუპა.
გამომძიებლის თქმით, კონკურენტებს სურდათ ჩემი შვილის თავიდან მოცილება. სერგეის ბიზნესი ჰქონდა - ხორცეულობის საკუთარი მაღაზია. სანამ თავს მოიკლავდა, ვიღაცამ დაურეკა.
ჩავარდნა მაქვს, არ მახსოვს მაშინ რას ვაკეთებდი. მომიყვნენ, რომ ძირს მიპოვეს, უგონოდ, სულ დალურჯებული. თურმე, კედლებს ვასკდებოდი, რომ გავიგე. მის კუბოსთან არაადამიანური ხმით ვყმუოდი. მაგრამ, არაფერი მახსოვს.
მარიკას იმდენად შეერყა ჯანმრთელობა, რომ კოვიდი ვეღარ გადაიტანა. წავიდა საყვარელ მეუღლესთან... სრულიად დაობლდნენ ჩემი კნუტები. ფეხზე ხომ უნდა დავაყენოთ, იმდენი რამ სჭირდებათ...
- თქვენ ხომ, თავად არაფერი გაქვთ.
ირინა: ბავშვებს როგორ ეტყვი, რომ არ გაქვს. რამეს, სულ ციცქნას მაინც ელოდებიან, ბებიკო რომ მივა. პენსიით ბურღულეულს ვყიდულობ, ტყეში კი, მჟაუნას და ჭინჭარს ვკრეფ.  სულ არ მჭირდება ბევრი. შემიძლია, დღეში მხოლოდ ერთხელ რომ ვჭამო. უკვე მივაჩვიე ამას საკუთარი თავი. სოციალური დახმარების თანხით ვარსებობ - 50 ლარით.
ირინას სადილი - ტყეში დაკრეფილი მჟაუნა
- ყველაზე უბრალო რამეების გარეშე როგორ ძლებთ? შხაპის, საპირფარეშოს, ტანსაცმლის კარადის, მაგიდის, ტელევიზორის გარეშე? 
ირინა: ვერ ვძლებ, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს. ჩემთან ეზოში წყალი მოდის, რაღაცის გარეცხვა შესაძლებელია. საპირფარეშო არ მაქვს და ქოთანს ვხმარობ. 2015 წელს, ძლიერი წყალდიდობის დროს, ჩემი ბლოკით აგებული საპირფარეშო მდინარემ წაიღო. ეს ხომ ვერისხევია - სახიფათო ადგილი. მდინარემ სახლი მთლიანად გამორეცხა. ხედავ, ყველაფერი დამპალია, ჭერიც და იატაკიც. მაგის მერე, მთელი ერთი თვე ვაგროვებდი ჩემს ნივთებს  ქუჩაში, ხან სად ვნახულობდი, ხან სად.
ახლა, იმას რაც წყალდიდობის მერე დარჩა, მიწისძვრამ მოუღო ბოლო. ვიჯექი, ტელევიზორს ვუყურებდი, და უცებ, კედელი ჩემკენ წამოვიდა! ძლივს მოვასწარი საწოლთან, კუთხეში შეყუჟვა. მაგარი გრუხუნი იყი. ტელევიზორი აფეთქდა, ავეჯი გაიჭყლიტა. ამ ჯერზე გადავრჩი.
სახლს გვერდითა კედელი აღარ აქვს. მაწანწალა ძაღლს, კატას, ან დაუპატიჟებელ სტუმარს, აქ თავისუფლად შეუძლიათ შემოსვლა
2015 წელს მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, იატაკი და ჭერი სულ დალპა, შპალერი კი, სულ ამოიბერა
ქარისა და წვიმის დროს, სახლში საშინელი მტვერი და ტალახია. ნეტა, რა ელის ირინას ზამთარში?
მხოლოდ ეს ავეჯი შემორჩა
მეზობლებმა ორი პალასი მომცეს - ჩამონგრეული კედლის ადგილას რომ ჩამომეფარა. თორემ გამვლელები იხედებიან, ყველაფერი ჩანს, როგორც საერთო ეზოში.
- მეზობლების გარდა, თავი არავინ შეიწუხა?
ირინა: ჩემს მძახალს, შალვას, რომც მოუნდეს, ფიზიკურად ვერ დამეხმარება. დაცვაში მუშაობს, შვილიშვილებს რომ აჭამოს. სხვას არავის ვჭირდები. უფროსი შვილი, დიდი ხანია, არ მელაპარაკება, ამომშალა თავისი ცხოვრებიდან. ციხის მერე, ძალიან გაბოროტდა. ითხოვდა, ეს სახლი მის სახელზე გადამეფორმებინა, ძალადობდა კიდეც. რა დახმარებას უნდა ველოდო მისგან. ყველაფერი დაავიწყდა. მე ხომ, ორი შვილი ამ სახლში გავზარდე. არანაირ სამსახურს არ ვთაკილობდი, ფეხზე რომ დამეყენებინა ისინი. დამლაგებლადაც ვმუშაობდი, გამყიდველადაც. ახლა კი - „წადიო“.
ბედნიერი წარსულის გახსენება მტკივნეულია.
ძალიან ძველი სახლია, ბებიაჩემმა ააშენა 1930 წელს.
- ახლა კი მესმის, რატომ გიჭირთ ამ სახლის მიტოვება.
ირინა: კი არ მიჭირს, შეუძლებელია ეს. რამდენიმე წლის წინ, ჩემი სახლი და ნაკვეთი, მიითვისა ერთმა თაღლითმა იურისტმა ქალმა. რამდენიმე მეზობელიც მოატყუა. დაზარალებულები ვართ. ჯერ კიდევ სასამართლოშია ეგ საქმე. საბუთებით, ჩემი საკუთარი სახლის პატრონი არ ვარ.
სახელმწიფოს კი, მიზეზი მიეცა, რომ არ დამეხმაროს. ყოველთვის თავად „ჭამენ“ ჩემს დახმარებას. მაშინაც „შეჭამეს“, წყალდიდობა რომ მოხდა, და ახლაც.
ირინას ზურგი სტკივა, თიაქარი აწუხებს. იმის ძალა არ შესწევს, ეზო რომ მოაწესრიგოს
წყალდიდობისა და მიწისძვრის შემდეგ, უამრავი ხარახურა დაგროვდა ეზოში
- და არავინ არის თქვენზე პასუხისმგებელი.
ირინა: არავინ, ღმერთის გარდა. დასაძინებლად რომ დავწვები, ვლოცულობ, ვევედრები: „ღმერთო, ხვალინდელი დღე გამითენე. არ ჩამომენგრეს ეს სახლი თავზე.“ მას ვუყვარვარ, ამიტომაც გამომიგზავნა ამდენი განსაცდელი. ვინც მეტად უყვარს, მათ მეტ სიძნელეს უგზავნის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის გადატანა ძალიან გამიჭირდა. გული ჩვარივით სუსტი მაქვს. რაც უნდა, იმას შვრება. ვიგუდები, ჟანგბადი არ მყოფნის, საშინელი არითმია მაქვს.
- ირინა, შვილიშვილები, მშობლების შესახებ გეკითხებიან რამეს?
ირინა: მაიკუნა ხშირად მეკითხება: „რას აკეთებენ ახლა დედა და მამა?“ „ბებიკო, უკან ვერ დაბრუნდებიან?“ მაიკუნა ძალიან ტიროდა ორივეს დასაფლავებაზე. ნინიკოს კი, აუტიზმის მსუბუქი ფორმა აქვს, ამდენს ვერ ხვდება. შესაძლოა, ასე, მისთვის უკეთესიც ოყოს.
საფლავის ცივ ქვას ეფერებიან პატარა ხელებით, კოცნიან. ბავშვებს ბოლომდე მაინც ვერ აუხსნი, რა მოხდა.
- ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა და ძალა, შვილიშვილებს რომ მიხედოთ. რით დაგეხმაროთ?
ირინა: ვლოცულობ, სახლმა გაუძლოს, სანამ დახმარება მოვა. ნებისმიერ წამს შეიძლება ჩამოინგრეს, ამის მეშინია. არ მინდა, მისი ნანგრევების ქვეშ მოვკვდე. ჯერ კიდევ ვჭირდები ჩემს კნუტებს. გთხოვთ, კედლის გარემონტებაში დამეხმარეთ. აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებიც აღარ შემომრჩა. საჭმელს არ ვითხოვ, მიჩვეული ვარ შიმშილს. პირველები ხართ, ვინც ჩემი ამბავი გულთან ახლოს მიიტანა. იქნებ, ახლა მაინც დასრულდეს ჩემი ტანჯვა.
***
ირინას იმის საშუალებაც კი არ აქვს, უბრალოდ რომ დაიძინოს. ყოველი ხმაური აშინებს და აღსასრული ელანდება. სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში, მარტოდმარტოა მიტოვებული. ძალიან დაღლილია. ერთადერთი, რაც უნდა, არის ის, რომ თავისი შვილიშვილებისთვის, კარგი ბებია იყოს.
ირინა არ უნდა დაიღუპოს! ის ძალიან სჭირდება თავის პატარა შვილიშვილებს, მაიკოს და ნინიკოს, რომლებსაც არც დედა ჰყავთ და არც მამა! ის მათ ძალიან სჭირდება! მოდით, შევუნარჩუნოთ სიცოცხლე, დავეხმაროთ იმაში, რომ უსაფრთხო გახადოს თავის საცხოვრებელი. ძალიან სჭირდება სამშენებლო მასალა, ელემენტარული ავეჯი, ტექნიკა, პროდუქტი და წამლები.
უფალმა დაგიფაროთ ამხელა განსაცდელისგან და ტკივილისგან. ღმერთმა მარტოსული და უბედური სიბერისგან დაიფაროს ყველა.
მეგობრებო, რეალურად პირობები, რომელშიც ირინა ცხოვრობს, ბევრად უარესი და საშინელია. შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ირინა ოლიფერი და შესთავაზოთ მას დახმარება. ის ცხოვრობს თბილისში, ვერისხევში. მისი მისამართია: წყნეთის გამზირი, პირველი შესახვევი, ბინა 20.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! 
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ, რომ სასწაულები ხდება, და რომ მასაც შეიძლება ჰქონდეს სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ირინა ოლიფერი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
            თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: