„არ ვიცი როგორ ვარ ცოცხალი. ალბათ მალე ცოცხლად დავლპები!“ ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, ღმერთს მადლობას გადაუხდით ყველაფრისთვის, რაც გაქვთ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„არ ვიცი როგორ ვარ ცოცხალი. ალბათ მალე ცოცხლად დავლპები!“ ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, ღმერთს მადლობას გადაუხდით ყველაფრისთვის, რაც გაქვთ

page info icon
2022 ოქტომბერი 12
page info icon
2210
„მთელი ორგანიზმი განადგურებული მაქვს! ინფარქტი სამჯერ გადავიტანე, ინსულტი - ორჯერ. გულზე სამი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, თვალებზე - ოთხი. ცალი თვალი არ მივარგა. ექიმმა თქვა, საერთოდ გაშრებაო. ველოდები... ძალიან მტკივა. წამლები ძალიან ძვირი ღორს, ჩაწვეთებას ყოველთვის ვერ ვახერხებ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,335 ₾
( 171 დონორი )
დასრულებულია

„არ ვიცი როგორ ვარ ცოცხალი. ალბათ მალე ცოცხლად დავლპები!“

ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, ღმერთს მადლობას გადაუხდით ყველაფრისთვის, რაც გაქვთ

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი: სიღატაკეში ვცხოვრობდი და სიღატაკეში ვკვდები“
 „მთელი ორგანიზმი განადგურებული მაქვს! ინფარქტი სამჯერ გადავიტანე, ინსულტი - ორჯერ. გულზე სამი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, თვალებზე - ოთხი. ცალი თვალი არ მივარგა. ექიმმა თქვა, საერთოდ გაშრებაო. ველოდები... ძალიან მტკივა. წამლები ძალიან ძვირი ღორს, ჩაწვეთებას ყოველთვის ვერ ვახერხებ.
კიდევ, დიაბეტი მაქვს - დღე-ღამეში ოთხჯერ ვიკეთებ ინსულინის ნემსს. დიაბეტის გამო განგრენა დამეწყო, მარჯვენა ფეხზე თითები მომკვეთეს. ნორმალურად ვერ ვხედავ, სმენაც არ მივარგა. ახლახან, ღვიძლის პრობლემებიც აღმომაჩნდა, მითხრეს, იშლებაო. მიკვირს, აქამდე როგორ ვარ ცოცხალი. ალბათ, ცოცხლად დავლპები მალე!“
 
„უკარებო სახლში ვცხოვრობ!“
- როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?
ელისო: როგორ აგიხსნათ? აღარც კი მახსოვს, როგორია ცხოვრება ტკივილისა და ტანჯვის გარეშე. აქ ძველი სახლი იდგა. მეუღლემ ახლის აშენება დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა - გარდაიცვალა. ასე დავრჩი დაუმთავრებელ სახლში, კარებისა და ფანჯრების გარეშე. საბანს ჩამოვაფარებ ხოლმე, რომ არ შემცივდეს.
- თქვენს ოჯახზე გვიამბეთ. საერთოდ არავინ გყავთ? შვილები, ახლობლები?
ელისო: მოყოლა რომ დავიწყო, შეიძლება ზოგმა არც დაიჯეროს. გვიან დავოჯახდი. 27 წლის ასაკში. ჩემი მეუღლე ჩემზე 23 წლით იყო უფროსი. ავტობუსით ვმგზავრობდით ერთად და მოვეწონე. მიპოვა და მაშინვე დაქორწინება შემომთავაზა. არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. მეგონა, რომ ამხელა ასაკის კაცთან ერთად ყველა პრობლემას დავივიწყებდი და ბედნიერი ვიქნებოდი.
სახლში კი, ჩემი მეუღლის შვილები დამხვდნენ. მათთან საერთო ენის გამონახვა მარტივი არ იყო, მაგრამ გავუგეთ ერთმანეთს. გოგო გაგვიჩნდა, ძმებს მთელი გულით უყვარდათ ის.
უზომოდ გვიჭირდა. მეც და ჩემი მეუღლეც მუხლჩაუხრელად ვშრომობდით. ჩვენს სოფელის ყველა ყანაში ვარ ნამუშევარი. გარდა ამისა, საბავშვო ბაღშიც ვმუშაობდი დამლაგებლად. ერთი სიტყვით, ყველანაირ საქმეს ვეჭიდებოდი. ღმერთო, მე კიდევ მიკვირს, რატომ მჭირს ამდენი დაავადება.
 „ყველაფერი მტკივა“
- რთული გზის გავლა მოგიხდათ...
ელისო: ჯერ ყველაფერი არ მომიყოლია. მძიმე შრომა რა მოსატანია... ოჯახის ყველა წევრი ერთი მეორის მიყოლებით რომ იხოცება, უბედურება ფეხდაფეხ რომ დაგსდევს, ეს არის ნამდვილი საშინელება! მამაჩემი ოცდაცამეტი წლის წინ გარდაიცვალა. დედა ყოველდღე ტიროდა, უკან მიჰყვა, ზუსტად ერთი წლის მერე. რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემი გერი მოკლეს... მთელი ჩვენი ოჯახისთვის ნამდვილი კოშმარი იყო. ჩემი მეუღლე შვილის საფლავს დააკვდა ნახევარ წელიწადში. ჩემს გოგონას 18 წლის ასაკში კიბო აღმოაჩნდა და ყველა ქალური ორგანო ამოკვეთეს. ძლივს გადაარჩინეს... ჩემი მეორე გერიც გარდაიცვალა. როგორ ვარ ცოცხალი? არ მკითხოთ. ბევრჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე, მაგრამ ღმერთის მეშინია! არ უყვარს თვითმკვლელები.
 „თავს დიდი ხნის წინ მოვიკლავდი, მაგრამ ღმერთს თვითმკვლელები არ უყვარს“
- რა გმატებთ ძალას?
ელისო: ჩემი გოგონა, ჩემი მოხუცი და... შვილი გათხოვილია, შორს ცხოვრობს, წელიწადში ერთხელ ვნახულობ, რომ ჩამოდის. დას დემენცია აქვს, ნელ-ნელა ყველაფერი ავიწყდება. ვურეკავ, ვეკითხები: „ელისო ვარ, შენი და, გახსოვარ?“ ის კი, მეუბნება, რომ და არ ჰყავს. ხან დედას მეძახის, ხან შვილს. დაველაპარაკები, მერე კი, მთელი დღე ვტირი. ცრემლი თვალებს მატკიებს, ტკივილისგან  უფრო მეტს ვტირი...
 „ყველაზე მოუხერხებელი საწოლი მსოფლიოში, ყველა ძვალს რომ გატკიებს“
- შეგვიძლია, როგორმე შეგიმსუბუქოთ ცხოვრება? 
         ელისო: ახლა, ჩემთვის თქვენი ყურადღება სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავითაა. შეხედეთ, სად ვცხოვრობ. არ მაქვს კარები. ზამთარში საბანი მაქვს ჩამოფარებული. ბედნიერი ვიქნები, კარის ჩასმას თუ მოახერხებთ. კიდევ, არ მაქვს ნორმალური საწოლი. რომ დავწვები, ვვარდები ხოლმე. დილას რომ ვიღვიძებ, ყველაფერი მტკივა. მე კიდევ ტკივილის დამატება მინდა? ისედაც ძლივს ვდგავარ ფეხზე. კიდევ, უამრავი წამალი მჭირდება, საკვები პროდუქტი. ჩემი პენსიით ვერაფერს ვყიდულობ.
 „თქვენი დახმარების გარეშე, ვერ გადავრჩები“
          - რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?
          ელისო: გაუფრთხილდით თქვენს თავს და თქვენს საყვარელ ადამიანებს. ყოველდღე უთხარით, რომ გიყვართ. ხვალინდელი დღე შეიძლება არც დადგეს.
*** 
        ჩვენი თანამემულის, ელისო გორგაძის მდგომარეობა მართლაც საშინელია. მან ბევრი ტანჯვა გამოიარა, ადრე დაქვრივდა. მუდამ მძიმედ შრომობდა, რამისთვის რომ მიეღწია. ახლა კი, საბრალო ქალის ცხოვრება აუტანელია, სცივა, შია, ღამით ვერ იძინებს, სული ეყინება შიშით. რომ ვერ გაიღვიძოს? რომ ვერ ადგეს? მისი შვილი შორსაა, თავადაც უჭირს და ავად არის. ყველა ოჯახის წევრი კი, მიწაშია. ის არავის ინტერესებს. არავინ ჰყავს, რომ დაეხმაროს! ჩვენ ვართ მისი უკანასკნელი იმედი!
ამ საბრალო ქალს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება, განსაკუთრებით, საკვები პროდუქტი, მედიკამენტები, კარი და საწოლი.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მისი მისამართია: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ხანდაკი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
 
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მის გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ელისო გორგაძე)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ თქვენს მიერ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: