ბევრნი ვყავართ დედიკოს. ველოსიპედებს არავინ არასდროს გვთხოვნის. სულაც არ გვშურს! ჩვენ ხომ ღარიბები ვართ! არადა, როგორ გვინდა, ჩვენც გვქონდეს!
ათი წლის გიგას, ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს ნაყინი. სულ რამდენჯერმე აქვს ნაჭამი, მაგრამ მისი გემო, ახლაც ელანდება სიზმარში. „ხანდახან მგონია, რომ დედიკოზე უფრო მეტად მიყვარს“...