ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ასეთი ლამაზი თოჯინა არავის არ აქვს!

ასეთი ლამაზი თოჯინა არავის არ აქვს!

შეგროვებულია:
53.5 ₾
(დონორი: 7)

ძალიან სევდიანი გოგო ვარ. ჩემი ძამიკოები ავად არიან, ცერებრალური დამბლა აქვთ, დედიკოს ფული არ აქვს...

ლიზი (6 წლის): ბავშვები არ მეთამაშებიან და ყოველთვის გამირბიან, ეზოში რომ ჩავდივარ. მოლაპარაკე თოჯინა რომ მყავდეს, ეტლით, მასთან ერთად მაინც ვისეირნებდი. ჩავაცვამდი, თმას დავვარცხნიდი და გემრიელად ვაჭმევდი, ავად თუ გახდებოდა - ვუმკურნალებდი. ყველა დაავადება ვიცი.
- ლიზი, საყვარელო, რატომ ლაპარაკობ დაავადებებზე? ნახე, რა ლამაზი გოგო ხარ!
ლიზი: იმიტომ, რომ ჩემს ძმებს აქვთ „ცებერალური“, არა, ცერებრალური დამბლა. იცით, ეს ცუდი რაღაცაა. გულიც სტკივათ და თავიც.
- და შენ გადაწყვიტე, აღარ გაიღიმო?
ლიზი: არა, უბრალოდ ასე გამომდის. მეცადინეობაც არ გამომდის.
-ლიზი, გპირდებით, რომ შემდეგ ჯერზე, ეზოში რომ ჩახვალ, აუცილებლად გექნება მოლაპარაკე თოჯინა ეტლით. ეს ერთი. კიდევ რა გჭირდება, ეზოში ყველა ბავშვი რომ გააოცო?
ლიზი: მე ძალიან მინდა ბარბის თოჯინების სახლი. იქ ყველაფერი ისეთი პატარაა და საყვარელი. პატარა დივანი, პიანინო და საწოლი. ბავშვებს ძალიან გაუკვირდებოდათ, ასეთი ძვირადღირებული სათამაშო რომ მქონდეს. და კიდევ, ძალიან გაუკვირდებათ, ახალი თმის სამაგრებით და ახალი კაბით თუ დამინახავენ.
- ესე იგი, ძალიან მალე ყველას გავაოცებთ!
ლიზი: დეიდა, გაღიმებას ასე მალე ვერ შევძლებ. ჩემი ძამიკოები ძალიან ცუდად არიან. შეგიძლიათ მათ დაეხმაროთ? მაშინ შევძლებ მხიარული რომ ვიყო.