ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ველოსიპედი ყველა ბიჭს უნდა ჰქონდეს!

ველოსიპედი ყველა ბიჭს უნდა ჰქონდეს!

შეგროვებულია:
500.22 ₾
(დონორი: 87)
უკვე 12 წლის ვარ და არასდროს მქონია ველოსიპედი
 დათო: დეიდა, შენ ველოსიპედის ტარება იცი?
          - იცი, ბავშვობაში წითელი, ორბორბლიანი ველოსიპედი მქონდა, 7 წლის ვიყავი, ტარება რომ ვისწავლე... ხომ არ შევეჯიბროთ? 
         დათო: აბა, როგორ?.. უკვე 12 წლის ვარ და  ველოსიპედი არასდროს მქონია... თორემ დიდი სიამოვნებით...
         - არც ახლაა გვიანი...  ანუ, ველოსიპედით მოვიგებდი შენს გულს?..
         დათო: ჩემი გული მხოლოდ ერთ გოგოს ეკუთვნის...  აი, ველოსიპედი თუ მექნება, უკან დასაჯდომით, იმ გოგოსაც გავასეირნებ ხოლმე...  იქნებ, ამის მერე მაინც მოვეწონო... 
        - აი, თურმე რაში ყოფილა საქმე...  ესე იგი, გინდა, შენი გულის სწორი ველოსიპედით რომ გაასეირნო? 
       დათო: დიახ, ძალიან გამიხარდებოდა... 
       - დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო დაგიდგება გვერდში, ველოსიპედი რომ გქონდეს და ასეთი კეთილი სურვილი აისრულო...