ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ახლა, ტელეფონი მაქვს და სულ სხვა ადამიანი ვარ!

ახლა, ტელეფონი მაქვს და სულ სხვა ადამიანი ვარ!

შეგროვებულია:
687 ₾
(დონორი: 31)
მინდა, ჩემს და-ძმას ისეთი ლობიანები დავუცხო, როგორსაც ჩემი ლამაზი დედიკო გვიცხობდა...
მარი: მე მარი ვარ, 12 წლის ობოლი გოგო. ბაბუა გვზრდის მე და ჩემს და-ძმას. მინდა, ბაბუს საოჯახო საქმეებში რომ დავეხმარო. ეს, არც თუ ისე იოლია. ერთხელ ვეცადე ტაფაზე გამომეცხო ლობიანი, როგორც დედა აკეთებდა. მაგრამ, ხელი დავიწვი და ძალიან მეტკინა. ვფიქრობ, ელექტრო ან გაზის საცხობ ღუმელში უფრო კარგად გამომივიდოდა. მაგრამ ჩვენ, ნორმალური გაზ-ქურაც კი არ გვაქვს. ძალიან ღარიბები ვართ. 
         - ჯერ კიდევ პატარა ხარ და უკვე დიდი ადამიანის ოცნება გქონია, მარი?
         მარი: დარდებიც დიდი ადამიანების დამაქვს გულით. ძნელია, დედა რომ არ გყავს და ძალიან გიჭირს... ამ დროს, ბავშვები იცვლებიან. უფრო მალე იზრდებიან, მე ასე მგონია... ლექსებს ვწერ და ვინმეს რომ ვუკითხავ, ყველას ჰგონია, რომ უფრო დიდი ვარ. დიდი თუ არ იქნები, აბა, როგორ მოერევი ამხელა ტკივილს?!