ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გული სიხარულით მევსება!

გული სიხარულით მევსება!

შეგროვებულია:
461 ₾
(დონორი: 30)

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თვალები ქართველ ბავშვებს აქვთ! მაგრამ საშინელი სიღატაკის გამო, ხშირად სიკაშკაშეს კარგავენ... როგორ შეიძლება ამხელა გოგომ დახეული ტანსაცმლით იაროს? როდესაც გაკვეთილზე, მასწავლებელი ბავშვებს სთხოვს ტელეფონებს ჩახედონ, მას ცრემლით ევსება ულამაზესი თვალები. ნუთუ, ეს სამართლიანია, რომ ამისთანა გოგოს ტანსაცმელი არ აქვს და მუდამ მშიერია?

ბარბარე: რაზე ვოცნებობ?! რა უცნაური კითხვაა! მთელი ცხოვრების მანძილზე, ეს არავის უკითხავს ჩემთვის.
        - აი, რა გსურს ყველაზე მეტად. ვიცი, რომ დიდი გოგო ხარ და განიცდი შენი ოჯახის ამბავს. მაგრამ ახლა, მაინტერესებს ის, რაც გულში გაქვს.
           ბარბარე: ყოველთვის მინდოდა მქონოდა ლამაზი ტანსაცმელი. ძალიან მრცხვენია ძონძებით სიარული. კიდევ, ძალიან, ძალიან მინდა ტელეფონი. სკოლაში ყველას აქვს ჩემს გარდა. მასწავლებელი ინტერნეტში რამის მოვიძიებას რომ გვთხოვს, ყველა იღებს და ნახულობს, მე კი სულელივით ვზივარ. და ვიცი, რომ გულის სიღრმეში ყველას ვეცოდები, მაგრამ არაფერს მეუბნებიან. გამიმართლა, ასეთები რომ არიან. ვიცი, არიან ისეთებიც, ვინც პირში დაგცინებს. ამას ვერ გადავიტანდი.
          - ტანსაცმელი, კომპიუტერი, კიდევ რა?
          ბარბარე: კიდევ რა. კიდევ რა ... შეიძლება, საახალწლოდ ნაძვის ხე რომ გვქონდეს, მის ქვეშ კი, საჩუქრები ჩვენთვის ყველასთვის? (ოჯახში 5 ბავშვია) ბექასთვის, ჯემალისთვის, სალომესთვის, ნატალიასთვის და ჩემთვის. წარმომიდგენია, ტკბილეულითა და გემრიელობებით სავსე პატარა ქისები. მაგრამ, ალბათ, შეუძლებელია ასეთი სასწაული რომ მოხდეს?!