ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ჯემალს! ის თქვენ გიღიმით!

გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ჯემალს! ის თქვენ გიღიმით!

შეგროვებულია:
588.52 ₾
(დონორი: 81)

ყველა ბიჭის სახლთან უნდა იდგეს ველოსიპედი.

ჯემალი: იცი, ჭიდაობაზე დავდივარ. 9 წლის ვარ. მაგრამ მგონი, მალე თავის დანებება მომიწევს. ფორმა ხომ საყიდელია? საყიდელია! ფული გვაქვს? არა! ასეა ყოველთვის. გულით რომ გინდა რაღაც, მაგრამ ფული არ გაქვს.
         - ყველაზე მეტად რა გინდა? რაზე ოცნებობ?
          ჯემალი: მინდა მქონდეს კომპიუტერი, პლანშეტი ან ტელეფონი. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ თამაშისთვის მინდა! კიდევ, ჭადრაკზე სიარული მინდა. იცით, კომპიუტერშიც შეიძლება ჭადრაკის თამაში!
         - კი, მაგარი რამეა ეს კომპიუტერები.
         ჯემალი: ცუდია, რომ იქიდან საჭმელს ვერ ამოიღებ. ჩვენ ხომ, საჭმელიც არ გვაქვს.
         - რომელი საჭმელი შეგიძლია ჭამო ყოველდღე და არ მოგბეზრდება?
          ჯემალი: "სადაბადებისდღეო“ ტორტი და შემწვარი ხორცი! ოჰ, ნერწყვი მომადგა...
        - "არასადაბადებისდღეო“ტორტი არ გიყვარს?
         ჯემალი: ესეთებიც არსებობს? არც ერთი მაქვს და არც მეორე. დაბადების დღე არასდროს მქონია. არც საჩუქრები.  შემომხედე, რამხელა ვარ! ალბათ, მექნება ოდესმე. 
         - მოდი, ვიოცნებოთ. დახუჭე თვალები და წარმოიდგინე შენი ყველაზე ლამაზი დაბადების დღე.
         ჯემალი: კარგი, იქ იქნება მთელი ჩემი ოჯახი და სკოლის ბავშვები! ანიმატორები კი გაგვართობენ. და ყველა მომიტანს საჩუქარს. ვიღაც მანქანას, ვიღაც ბურთს, გორიალას... თუ ასეთ საჩუქრებს არ ჩუქნიან? მე მაჩუქებენ! და ველოსიპედსაც მაჩუქებენ. დედა და მამა კი, მაჩუქებენ ტელეფონს, ან პლანშეტს, ან ყველაზე მაგარს - კომპიუტერს!
         - რა კარგი სურვილებია!
         ჯემალი: ცუდია, რომ არასდროს ამიხდება.