ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თქვენ სიცოცხლე გაუხანგრძლივეთ მძიმედ დაავადებულ ნინის!

თქვენ სიცოცხლე გაუხანგრძლივეთ მძიმედ დაავადებულ ნინის!

შეგროვებულია:
176 ₾
(დონორი: 21)

ამ მილების გარეშე, ნინი ვერ იცოცხლებს.

ახლა, ნინი ვერ ლაპარაკობს, მაგრამ მის თვალებში ჩახედვაც საკმარისია, რომ ამოვიკითხოთ მთელი ის სევდა და ტკივილი, რასაც ის გრძნობს, როდესაც სრულიად მარტო წევს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. უბრალოდ, ის ახლა ვერ ლაპარაკობს, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის, თავში რამდენი აზრი უტრიალებს. იცით, როგორ იცვლება მისი თვალები, დედას რომ ხედავს? ალბათ, რამდენ რამეს ეტყოდა, რამდენ რამეს მოუყვებოდა. მაგრამ, ნინის არ შეუძლია.
          ნინი: დედა, სხვებივით რომ ვიყო და ეს საზიზღარი მილები არ მქონდეს ამოშვერილი, უფრო მეტად გეყვარებოდი? ამდენ დროს თუ გაატარებდი ჩემს გვერდით? თუ, საკუთარი ცხოვრება გექნებოდა? ახლა 16 წლის ვარ, ოჰ, ალბათ, რა საინტერესო იქნებოდა ჩემი ცხოვრება. მე კი, ახლა ვწევარ და ვითვლი რამდენჯერ დაიწრიპინებს ეს მოწყობილობა, ვითვლი რამდენჯერ შემოვა ექთანი. მასთან საუბარიც კი არ შემიძლია - ეს მილი, ყელში რომ მაქვს, ხელს მიშლის ლაპარაკში... დედა, მხოლოდ შენ გესმის, რა მინდა და რა მჭირდება. გახსოვს, დედა, სანამ გული გამიჩერდებოდა და საავადმყოფოში მოვხვდებოდი, სახლში რა კარგი იყო? გახსოვს, ჩემს თუთიყუშს, ლაპარაკი რომ ვასწავლე? "კარგი ნინი, ლამაზი ნინი" ჭიკჭიკებდა, თავზე მაჯდებოდა ხოლმე და თათით თმაზე მეფერებოდა. შენ ასეთი ბედნიერი მხოლოდ მაშინ იყავი, როდესაც მე ვიყავი ბედნიერი. გახსოვს დედა, როგორ ვოცნებობდი ისეთ ყურსასმენებზე, კატის ყურები რომ აქვს, და რომ ანათებს. ინტერნეტში ვიპოვე და გაჩვენე. შენ თქვი, რომ საახალწლოდ მექნებოდა ასეთი. დეკემბერში კი, გული გამიჩერდა. მახსოვს როგორ ტიროდი, მახსოვს რომ არ გამიშვი ღმერთთან. ახლა კი, ერთი წლის შემდეგ, ჩემი გული მუშაობს, მაგრამ მე და შენ სახლში არ ვართ, დედა ... მე საავადმყოფოში ვარ, მილები მაქვს ამოშვერილი და დღეში მხოლოდ 2 საათით გიშვებენ ჩემთან. მე კი, ძალიან მენატრები. მოდი მალე გამოვჯანმრთელდები და სახლში წავიდეთ! ალბათ, როგორ დარდობს ჩემი თუთიყუში უჩემოდ. უფრო მალე რომ გამოვჯანმრთელდე, მჭირდება სპეციალური კვება,  ბევრი წამალი და დედაჩემი ახლოს რომ მყავდეს.