ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ახლა, ამირანი უბედნიერესი ბიჭია!

ახლა, ამირანი უბედნიერესი ბიჭია!

დაბადების დღე: 04.01.2016
შეგროვებულია:
516.81 ₾
(დონორი: 61)
ძალიან მინდა მქონდეს ტანსაცმელი და ველოსიპედი, რომ ვისეირნო
ამირანი: კედელში ეს ხვრელი  იმისთვისაა, რომ თოვლის ბაბუა აქედან შემოვიდეს, კარს თუ ვერ მიაგნო! ბევრჯერ მივწერე...
– ამირან, ის შენს ოცნებებს აუცილებლად წაიკითხავს!
ამირან: არ მჯერა! ასჯერ მივწერე და არ მიპასუხა. ვწერდი, რომ ველოსიპედი, საათი მინდა, მაგრამ არ მომიტანა! და ყველაფერი, რაც მე „მოვიოცნებე“, მიუტანა მეზობლის ბავშვებს. ალბათ, შეეშალა. წელს არ დავიძინებ, კარებთან დაველოდები. კედელში ხვრელს კი, ქაღალდს მივაკრავ, ზუსტად რომ ვიცოდე, თოვლის ბაბუა იყო მოსული, თუ ისევ...
- ვიცი, რომ ძალიან დაკავებულია. იქნებ, სხვა კეთილ ადამიანებს ვთხოვოთ? იცი, რამდენნი არიან საქართველოში?
ამირან: შენი აზრით, გაიგებენ?
          - მოდი, ვცადოთ. იქნებ გამოვიდეს?
          ამირან: აბა შენ იცი! თორემ ახლა, იმდენ რამეს „მოვიოცნებებ“, მერე არ თქვა, რა ამბავიაო.
- თქვი, სულაც არ მეშინია და ყველაფერს ჩავიწერ!
ამირან: კარგი, აუცილებლად მინდა მქონდეს ველოსიპედი, რომ ვისეირნო და ტანსაცმელი. ხომ იცით, ისეთი ლამაზი შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი. ეს უკვე ბევრია?
         -არა, გააგრძელე!
         ამირან: ვაჰ, კარგი! ბავშვობიდან ვოცნებობდი საათი მქონოდა, რომ ყველა მეკითხებოდეს, რომელი საათია. მე კი, ვეუბნებოდე, რომ ჯერ ადრეა. მორჩა! მეტი არაფერი მაგონდება.
რედაქციისგან: ამირანი მომავალი მეომარია, სამშობლოს დამცველი! მას თუ გაესაუბრებით, მიხვდებით რომ ნამდვილი პატარა გმირია.