ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ველოსიპედიც მაქვს, პლანშეტიც... ახლა, მდიდარ ბიჭს ვგავარ!

ველოსიპედიც მაქვს, პლანშეტიც... ახლა, მდიდარ ბიჭს ვგავარ!

დაბადების დღე: 05.08.2015
შეგროვებულია:
903.6 ₾
(დონორი: 63)
ჩვენს ოჯახში ყველა ავად არის. და რა, ამის გამო ადამიანები აღარ ვართ?! დავიჯერო, სხვა ბავშვებივით ნაძვის ხე და საჩუქრები ვერ უნდა ვნახოთ?
რევაზი: აი, ლუკა და ნინი, ჩვენი პატარები, შიმშილისგან სულ ღრიალებენ. საშინელებაა. 
- როგორ ფიქრობ, შენი ასაკის ბიჭს სრული ბედნიერებისთვის რა სჭირდება?
რევაზი: ტელეფონი, პლანშეტი და ველოსიპედი რომ მქონდეს, არაა აუცილებელი ახალი იყოს, ყველაზე ბედნიერი ბიჭი ვიქნებოდი საქართველოში. იცი, როდესაც ველოსიპედი გაქვს, ალბათ, თავი ყველაზე მაგარი გგონია! შენ ბავშვობაში გქონდა ველოსიპედი?
         - ოდესმე სურვილი ჩაგიფიქრებია? ახალ წელს ან დაბადების დღეზე?
         რევაზი: ახალი წელი არასოდეს მქონია. მართალი გითხრათ, არც ვიცი რას ნიშნავს ეს დღესასწაული - არც ნაძვის ხე გვაქვს, არც სათამაშოები... დაბადების დღეც არასდროს მონია. 5 აგვისტოს მაქვს, მაგრამ არავის არასდროს მოულოცია. მხოლოდ დედა მეხუტება და ტირის, ტირის... ეს არის მთელი მილოცვა. მაგრამ მე ის მაინც ძალიან მიყვარს!