ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნახე, რა ლამაზი ბიჭი ვარ! ყველაფერი ახალი მაცვია

ნახე, რა ლამაზი ბიჭი ვარ! ყველაფერი ახალი მაცვია

დაბადების დღე: 23.06.2019
შეგროვებულია:
169.13 ₾
(დონორი: 15)
სახლში ყოფნას საბავშვო ბაღში მირჩევნია
ლუკა: საბავშვო ბაღში თბილა, გვაჭმევენ, იქ კუბიკებია. ერთი კუბიკითაც შემიძლია თამაში.
         - სახლში არაფერი გაქვს?
         ლუკა: სახლში მხოლოდ უფროსი ძმები არიან, რომლებიც ჩხუბობენ და პატარა ნინო, რომელიც სულ ტირის. და ცივა. არ მიყვარს სახლში ყოფნა.
- დედამ თქვა, რომ ახლა, საბავშვო ბაღში ვერ დადიხარ. რატომ?
ლუკა: "ფეხები" არ მაქვს. იქ როგორ ვიარო? (ლუკამ ფეხსაცმელი იგულისხმა. მას საერთოდ არაფერი აქვს, არა მარტო თბილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. უფროსი ძმების გამონაცვალი ტანსაცმელი ჯერ დიდი აქვს. ფეხსაცმელი კი, ბიჭებს ფეხებზევე ეხევათ. - რედ.)
       - გპირდები, თბილი "ფეხებიც" გექნება და კუბიკებიც. ბევრი კანფეტიც. იქნებ სხვა რამეც გინდა?
        ლუკა: გინდა! მანქანა, რომელიც თავისით დადის და რომელსაც ძმები ვერ წამართმევენ!
ფონდის რედაქციისგან:
მეგობრებო, ამ ბავშვს სჭირდება აბსოლუტურად ყველაფერი! ის უბრალოდ ჯერ ვერ ხვდება, რომ ამაყი, დიდი და უძველესი ერის წარმომადგენელია. ის ქართველია!
მას პრაქტიკულად ყველაფერი სჭირდება! თუნდაც დაბალფასიანი, მაგრამ ყველაფერი, რაც მას ჯერ არც კი უნახავს. ბავშვი ხომ არასრულფასოვნების გრძნობით არ უნდა ჩამოყალიბდეს. რა თქმა უნდა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სჭირდება პირველ რიგში! ალბათ, სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ თქვენი ცხოვრების ის დღე, როდესაც ასეთ ბავშვს სათამაშოების მაღაზიაში წაიყვანთ! ნუ მოაკლებთ საკუთარ თავს ასეთ სიამოვნებას! მან საბავშვო ბაღში უნდა იაროს და საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს. ზოგიერთი ბავშვი იმის გამო, რომ მათი არავის ესმის.