ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღმერთს ჩემთვის სხვა გეგმები აქვს

ღმერთს ჩემთვის სხვა გეგმები აქვს

შეგროვებულია:
1,313.25 ₾
(დონორი: 83)
 გიორგი: თქვენმა ფონდმა ფრთები შემასხა! მას შემდეგ, რაც ჩემს შესახებ დაწერეთ, ჩემს ცხოვრებაში სასწაულები დაიწყო. გახსოვთ, სიცოცხლეც არ მინდოდა. მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა. რა უნდა მომხდარიყო ბიჭის ცხოვრებაში, რომელსაც ხელები არ აქვს?
         - და რა მოხდა?
          გიორგი: დამირეკეს პარაოლიმპიური სპორტის განვითარების ფედერაციიდან და შემომთავაზეს გავმხდარიყავი პარაოლიმპიელი სპორტსმენი. თავიდან მეცინებოდა. როგორ უნდა გავხდე სპორტსმენი, როდესაც ხელები არ მაქვს. ჯერ უარი ვთქვი, მაგრამ მერე, გარისკვა გადავწყვიტე.
          არ დაიჯერებთ, ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონი გავხდი. გესმით? დაუჯერებელია, არა? მე დღემდე არ მჯერა. ვიმოგზაურე ისეთ ქვეყნებში, რომელზეც ვერც ვიოცნებებდი. ახლა კი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადები. თუ იქაც ჩემპიონი გავხდი, ვოცნებობ ხელების პროთეზები გავიკეთო და ჩავეხუტო ყველას, ვინც დამეხმარა გავმხდარიყავი ის, ვინც ახლა ვარ.
         - უცნაური კითხვა უნდა დაგისვა. როგორ ფიქრობ, შეძლებდი ამ ყველაფრის მიღწევას, უბედურება რომ არ მომხდარიყო და ხელები არ დაგეკარგა.
         გიორგი: ბევრი ვიფიქრე ამაზე. ჩემი ცხოვრება დასრულებული მეგონა. მაგრამ, არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე! ესე იგი, მას ჩემთვის ასეთი გეგმა ჰქონდა. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება ახლა იწყება. და იმედი მაქვს, რომ ხალხი გვერდში დამიდგება და დამეხმარება ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება ავიხდინო და გავიკეთო ხელების პროთეზირება. ძალიან ძვირია და ჩემი ჯილდოებითაც კი, მარტო ვერ მოვახერხებ.
        ვიცი, ახლა, თქვენ ფონდში გადაწყვიტეთ დაიწყოთ თანხის შეგროვება, რათა მე სრულფასოვანი ხელები „გამეზარდოს“! ეს ძალიან დიდი ფულია! მაგრამ ახლა, არ შემიძლია არ მწამდეს უფლის. ის ყოვლისშემძლეა! მე ხომ ქართველი ვარ! ქართველები კი, მსოფლიოში ყველაზე კეთილი ხალხი ვართ!
       ძალიან მადლობელი ვარ, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა! და მე ვარ სპორტის უხელო გმირი!