ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გაცვეთილი თოჯინაც კი არ მქონდა, ახლა კი, ახალი პლანშეტი მაქვს!

გაცვეთილი თოჯინაც კი არ მქონდა, ახლა კი, ახალი პლანშეტი მაქვს!

დაბადების დღე: 07.08.2013
შეგროვებულია:
588.6 ₾
(დონორი: 87)

მსოფლიოში ყველზე ლამაზი კაბა და საუკეთესო საწოლი მოჯადოებული პრინცესა ანასთვის

სალომე: ჩემი საყვარელი დაიკო ანა მოჯადოებულ პრინცესას ჰგავს. მას ღიმილი შეუძლია, მაგრამ კარგად ვერ ლაპარაკობს. შენ დაეხმარე ოცნებაში, თორემ საჩუქრის გარეშე დარჩება. ეს ხომ, ძალიან საწყენია!
- ჩვენი პატარა ანა არასოდეს დარჩება საჩუქრის გარეშე. ახლა ჩვენ ყველანი დავეხმარებით მას ოცნებაში. ახლა, ანა არის სახლში ყველაზე მთავარი, ყველანი ვუსმენთ ანას. რაზე ოცნებობს ჩვენი პატარა?
ანა (დიდი პაუზის შემდეგ): დათუნია... ყავისფერი... ფუმფულა...
სალომე: ყოჩაღ, მოდი, გაკოცო (ეფერება ანას.) დეიდა, მოიცადე, ანა ჩუმად ფიქრობს.
დათუნა (ძმა): ანა, ძველი დახეული ტანსაცმელი გინდა თუ ახალი?
ანა (ჩუმად იცინის.): კაბა… ლამაზი...
სალომე: დეიდა, გთხოვ, ჩემს დაიკოს უნდა ჰქონდეს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კაბა! ის ხომ, მოჯადოებული პრინცესაა.
ანა (კიდევ ახსენდება.): თოჯინების ჭურჭელი.
- აუცილებლად, პატარავ. მითხარი, შენ, შენს და-ძმას თუ გაქვთ ლამაზი ჭურჭელი - ჭიქები და თეფშები?
ანამ თავს აქნევს უარის ნიშნად.
- როგორ დაგვავიწყდა, რომ თოჯინების და ბავშვების ჭურჭელიც გვჭირდება.
სალომე: დეიდა, მინდა, ჩემს დას ლამაზი საწოლი, ბალიში და საბანიც ჰქონდეს. როგორც პრინცესას. და არა როგორც ახლა, ყველაფერი ცუდი და ძველი.
ანა (ჩუმად ამბობს.): დარი-დური მინდა.
დათუნა: მუსიკის მოსმენა უნდა. მაგრამ, ჩვენი ტელევიზორი არ მუშაობს.
სალომე: დარი-დურის კი, ანტენა უნდა.
- მაშ, დავამატოთ: ანტენა დარი-დურისთვის.