ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე!

ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე!

დაბადების დღე: 30.01.2015
შეგროვებულია:
500.8 ₾
(დონორი: 67)
ეს ულამაზესი ქართველი ბიჭი უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახში ცხოვრობს. მისი ბავშვური ცხოვრების რვა წლის განმავლობაში მისთვის არასდროს არავის მიულოცია. მიულოცე ანგელოზს, მეგობარო! ეს იქნება ყველაზე კეთილი საქმე, რაც შეიძლება გააკეთო ასეთ მძიმე ჟამს საქართველოსთვის.
30 იანვარს მათეს დაბადების დღეა! ის 8 წლის ხდება!
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენმა ფონდმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ამ საბრალო ოჯახის ისტორია და მათეს ბევრი ოცნება უკვე აუხდა (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/1052-aduashvili/). მაგრამ, განა ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ასეთ გულკეთილ და საყვარელ ბიჭს არ მივულოცოთ?! ბავშვებს ხომ, ყოველთვის ბევრი სურვილი აქვთ!
თანხა, რომელსაც დაბადების დღეზე ჩაურიცხავთ ამ ბავშვს, მთლიანად გადაირიცხება „საქართველოს ბანკში“ მის სახელზე გახსნილი ანაბარის ანგარიშზე. და ხელშეუხებელი დარჩება მის სრულწლოვანებამდე. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ტრანზაქცია. ასეთი რამ, საქართველოში პირველად ხდება!
ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს მშვენიერი ბავშვი, რომელიც დღეს საშინელ სიღატაკეში ცხოვრობს, სრულწლოვანი რომ გახდება, საკმაოდ მსხვილ თანხას მიიღებს!
ვინ იცის, იქნებ, 10 წლის შემდეგ სწორედ თქვენს მიერ შემოწირული თანხა მისცემს მას საშუალებას ცხოვრება დაიწყოს არა სიღატაკეში, არამედ როგორც სრულიად დამოუკიდებელმა ადამიანმა. შემდეგ კი, პირადად თქვენ გაგიხსენოთ, როგორც თავისი მხსნელი!
ასეთ ლამაზ ბიჭუნას, დაბადების დღეს თუ არ მივულოცავთ, ეს ხომ, უსამართლო იქნება, მთელი საქართველოს შეჭირვებული ბავშვების მიმართ! 
თქვენი გადასაწყვეტია, რას აჩუქებთ მათეს ან უბრალოდ ტელეფონით თუ მიულოცავთ, მაგრამ, თუ ეს გიძნელდებათ, შეგიძლიათ გაიღოთ შემოწირულობა, ჩვენ კი, მათესთან ერთად ჩაისა და ტორტს რომ მივირთმევთ, თან გამოვკითხავთ,  სრული ბედნიერებისთვის რა სჭირდება, თქვენ კი, შესანიშნავ ვიდეორგოლს მიიღებთ მადლობის ნიშნად!