ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემთან ერთად ჩემი ოცნებაც ცოცხლობს!

ჩემთან ერთად ჩემი ოცნებაც ცოცხლობს!

დაბადების დღე: 01.05.1949
შეგროვებულია:
805.5 ₾
(დონორი: 90)

ჩემი სიკვდილი ჩვენი სიყვარულის ღალატის ტოლფასი იქნება. ავიწყდება, კარადა რისთვის გამოაღო, მაგრამ რაც მთავარია, მე მახსოვს, რომ მიყვარს.

ოთარი: როცა ახალგაზრდა ხარ და სიცოცხლით სავსე, წარმოდგენაც კი გაგიჭირდება რომ შეიძლება ისეთი ტკივილები გქონდეს, სიკვდილს რომ მოგანდომებს. ჩემთვის სიკვდილი ამ მტანჯველი ტკივილებისგან თავის დაღწევის საშუალება იქმებოდა, მაგრამ 40 წლის წინ ჩემს ციურის ღმერთის წინაშე შევფიცე, რომ არასდროს მივატოვებდი. ახლა მისი დატოვება არანაირად შემიძლია. რამდენიმე წლის წინ ტვინში სიმსივნე აღმოაჩნდა. ოპერაციის შემდეგ ყველაფერი ავიწყდება, არ ახსოვს მეორე ოთახში რისთვის გავიდა, კარადა რატომ გააღო. ავიწყდება ჩვენ შვილს რა ჰქვია, მე კი სულ ვახსოვარ. სულ უკან დამყვება, ეშინია არ დაიკარგოს ან მე არ დამკარგოს. აი მითხარით, როგორ წავიდე იმ ქვეყნად დამშვიდებული გულით? 
- თქვენ ფეხი არ გაქვთ და სახლის საქმეებიც სულ თქვენზეა. როგორ ართმევთ თავს?
ოთარი: სიყვარულის სახელით. ციალას არ შეუძლია მძიმეების აწევა, არ ახსოვს სადილი როგორ მზადდება... აბა რა გავაკეთო? გულხელდაკრეფილი ვიჯდე და ველოდო ვინ გააკეთებს ჩემ გასაკეთებელს? დამჯდარმა შეშის ჩეხვა ვისწავლე, მაგრამ სარეცხის რეცხვა ძალიან მიჭირს. 
- სარეცხი მანქანის გარდა კიდევ რას ისურვებდით?
ოტარი: კიდევ ტელევიზორზე ვოცნებობ, საღამოობით ცოტა რომ გული გადავაყოლოთ.  ასევე მაცივარიც ძალიან განმახარებდა.