ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მე თოჯინების სამოთხეში ვარ!

მე თოჯინების სამოთხეში ვარ!

დაბადების დღე: 20.04.2017
შეგროვებულია:
105.3 ₾
(დონორი: 11)

ჩემს თოჯინას ძაღლი ჭამდა, ჩემმა ძმამ კი გადაარჩინა

ანა: იცი რამდენი წლის ვარ? აი, ამდენი: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... ეს ძა-ა-ა-ალიან ბევრია, მე დიდი გოგო ვარ, მაგრამ საკუთარი თოჯინა არასდროს მქონია. ჩემმა ძმამ სადღაც იპოვა, ქუჩაში ეგდო, ფეხი მოაჭამა ძაღლმა. სახლში მოგვიტანა, ტანსაცმელიც სულ შეუჭამა ძაღლმა. ახლა, მე და ჩემი და შიშველი და უფეხო თოჯინით ვთამაშობთ. ძალიან მინდა ლამაზი, „თმებიანი“ და ლამაზად ჩაცმული "გოგონა" მყავდეს. ჩვენი კი ჭუჭყიანი, „შეჭმული“ და მელოტია. საერთოდ არ არის ლამაზი, მაგრამ რა ვუყოთ? ჩვენ ის მაინც გვიყვარს. თოჯინის გარდა, სკუტერი და ბურთი მინდა. ამდენი სურვილი შეიძლება? თუ ძალიან ბევრია?