ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გოგოშკურ საპრანჭაო რაღაცეებზე ვოცნებობ

გოგოშკურ საპრანჭაო რაღაცეებზე ვოცნებობ

დაბადების დღე: 20.12.2016
შეგროვებულია:
112 ₾
(დონორი: 3)

„საპრანჭაო“ რაღაცეებზე ვოცნებობ, რომელიც მხოლოდ გოგონებისთვის არის

ნატალი: უფროსი ძმა მყავს, ძალიან ავად არის. მინდა, „დედა-შვილობანა“ რომ ვეთამაშო, მაგრამ მას არ შეუძლია. ყველას ძალიან უყვარს და მეც. ყველა სათამაშოს ვაჩუქებდი, რაც მაქვს. მე კი, ვოცნებობ ისეთ რამეებზე, რაც მხოლოდ გოგონებისთვის არის, „საპრანჭაოებზე“, თმის სამაგრებზე, საბავშვო კოსმეტიკაზე, ლამაზ ფეხსაცმელსა და „ფუშფუშებიან“ კაბებზე. კიდევ, ძალიან მინდა, მქონდეს მტირილა თოჯინა! „ბები ქრაი“ ჰქვია. რა მაგარი იქნებოდა! ერთი მხრიდან ჩემი ძამიკო დათო იტირებდა, მეორე მხრიდან კი - თოჯინა! ნატოს დავარქმევდი! კიდევ, ღამით მჭირდება ლამაზი პატარა პონი, რომ ჩავეხუტო და ისე დავიძინო!