ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სათამაშოებიდან მხოლოდ დახეული ბურთი მქონდა!

სათამაშოებიდან მხოლოდ დახეული ბურთი მქონდა!

დაბადების დღე: 15.02.2018
შეგროვებულია:
375 ₾
(დონორი: 28)

ასეთი პატარა ბიჭუნა იტანჯება წყეული ეპილეფსიითა და დიაბეტით... რამხელა ტკივილია!

გიორგი: გამარჯობა ყველას! მე მქვია გიორგი და ხუთი წლის ვარ. ძალიან მიყვარს მანქანები და სათამაშოები, მე და ჩემს ძმას კი, მხოლოდ ერთი ძველი და დაგლეჯილი ბურთი გვაქვს. იცით, (ყურში ჩამჩურჩულა. - კორ.) ავად ვარ, ხანდახან ვეცემი და თავს ვურტყამ იატაკს, მაგიდას ან სკამს. დედა ამბობს, რომ ეს ძალიან საშიშია და შეიძლება მოვკვდეთ! მეც და მამაც. მასაც აქვს ეპილეფსია! მე კი არ მეშინია! აი, საერთოდ!

ამ საზიზღარი დაავადების გამო, დედაჩემს ჩემი საბავშვო ბაღში ტარება არ უნდა, იქ კი ისეთი გემრიელი საჭმელი არის! კიდევ, სხვადასხვა სათამაშოებით თამაში შეიძლება. წარმოგიდგენია?! ხშირად ვტირი იმიტომ, რომ ერთი სათამაშოც კი არ მაქვს, არც ველოსიპედი, რომელიც ყველას აქვს და ყველა დადის! მამა კი მეუბნება, რომ ჩემთვის ტირილი არ შეიძლება, თორემ ისევ ეს ეპილეფსიის შეტევა დამემართება.