ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემი თოჯინები დაბერდნენ! და ტიტლიკანები არიან. ფუ, უსირცხვილოები!

ჩემი თოჯინები დაბერდნენ! და ტიტლიკანები არიან. ფუ, უსირცხვილოები!

დაბადების დღე: 10.12.2018
შეგროვებულია:
221.86 ₾
(დონორი: 5)

ჩემი თოჯინები დაბერდნენ! და ტიტლიკანები არიან. ფუ, უსირცხვილოები!

მარიამი: მე უკვე ვიცი, რა უნდა გთხოვოთ. როცა გავიგე, რომ მოხვიდოდით, მოვემზადე. მე უნდა გთხოვოთ ლამაზი თოჯინები, ჩემები ულამაზოებია, და ტიტლიკანები არიან, ფუ, უსირცხვილოები. აი, ახლა ცრემლები უნდა დავუხატო, ვითომ მშიერია და ტირის. იცი როგორი თოჯინა მინდა? ჩაცმული და რომ მღერის! და კიდევ ველოსიპედი მინდა. და კიდევ ტორტი, ოღონდ „არასადაბადებისდღეო“. იცი ეგ როგორია? აი მე, დაბადების დღე მაქვს ზამთარში, და ტორტი მინდა ახლა! ხოდა ეგ იქნება „არასადაბადებისდღეო“ ტორტი. გაიგე? მე ძალიან ლამაზი გოგო ვარ, მაგრამ არ მაქვს  „ზიზიები“. ლამაზ კაბებსაც მომიტან?