ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემი ახალი ველოსიპედისთვის სახელს მომაფიქრებინებთ?

ჩემი ახალი ველოსიპედისთვის სახელს მომაფიქრებინებთ?

დაბადების დღე: 28.12.2014
შეგროვებულია:
450.7 ₾
(დონორი: 34)

კაპიტანი გავხდები, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს!

ბექა: მე ჯერ 8 წლის ვარ და ვოცნებობ კაპიტანი გავხდე. მაგისთვის კარგად უნდა ვისწავლო, მაგრამ სკოლაში სასიარულოდ არც ჩანთა მაქვს და არც ნორმალური ფეხსაცმელი. როცა ამის გამო ვნერვიულობ, გული მტკივდება. თითქოს იქ უთვალავი ნემსი მერჭობა. მე როცა ცუდად ვხდები, დედაც ტირის და საერთოდ არ მიშვებს ხოლმე გარეთ სათამაშოდ. აი, რა გავაკეთო, რომ აღარ იტიროს? ხოდა სანამ კაპიტანი გავხდები, და ჩემთვის რაღაცებს ვიყიდი, მანამდე თქვენ გთხოვთ, რომ ველოსიპედი და სასკოლო ნივთები მიყიდოთ. თქვენ ხომ შეგიძლიათ სურვილების ასრულება?