ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო ამბობს, რომ ეს საჩუქარი თავად უფალმა გამომიგზავნა!

დედიკო ამბობს, რომ ეს საჩუქარი თავად უფალმა გამომიგზავნა!

დაბადების დღე: 12.02.2013
შეგროვებულია:
506.74 ₾
(დონორი: 38)

არავისთვის მითქვამს არასდროს, რაზე ვოცნებობ!

 ნუცა: გამარჯობა, მე მქვია ნუცა, 10 წლის ვარ. მინდა გთხრათ საიდუმლო, რომელიც არასდროს არავისთვისთვის მითქვამს. ჩემი ძმა ავად არის და მისი ჯანმრთელობა არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი. ჩემი მშობლები ძალიან ცდილობენ, რომ გამოაჯანმრთელონ. ძალიან ღარიბები ვართ და გული მტკივა, რომ ვხედავ უფულობის გამო როგორ დარდობენ.

სამი ოცნება მაქვს. პირველ რიგში, ჩემი ძმა რომ გამოკეთდეს და მეორე, ძალიან მინდა მქონდეს ჩემი კომპიუტერი. ჩემი მასწავლებელი მეუბნება, რომ დამეხმარებოდა უკეთ სწავლაში. მაგრამ სიტყვა "კომპ"-საც კი ვერ ვამბობ, კიდევ უფრო იდარდბენ ჩემი დედიკო და მამიკო. კიდევ, არ მაქვს სასკოლო ჩანთა. მაქვს ერთი, სულ დახეულია. რა კარგი იქნებოდა, ლამაზი ჩანთა რომ მქონდეს, სიხარულით ჩავალაგებდი ჩემს წიგნებს და რვეულებს. და ბოლოს, პატარა თხოვნა მაქვს: ნორმალური ფეხსაცმელი. ჩემი დების ნაცვამი მაცვია ყოველთვის. ისინი ცდილობენ, გაუფრთხილდნენ, მაგრამ მაინც, სულ დაგლეჯილი მოდის ჩემამდე.