ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საღამოს ვკოცნი ხოლმე ამ ზურგჩანთას!

საღამოს ვკოცნი ხოლმე ამ ზურგჩანთას!

დაბადების დღე: 15.08.2012
შეგროვებულია:
373.32 ₾
(დონორი: 43)

მიჩვეული ვარ, რომ დამცინიან! 

მარიამი: იცი, ერთი ოცნება მაქვს, რომელზეც ყოველდღე ვფიქრობ. ძალიან მინდა, გარშემო ყველამ იცოდეს, რომ ღარიბი ადამიანი, სულაც არ არის დასაცინი! სკოლაში, ზოგიერთი ბავშვი დამცინის ჩემი ტანსაცმლის გამო. დახეული და ძველია, მაგრამ მე უკვე მივეჩვიე.

ძალიან მინდა მქონდეს სკოლისთვის ჩანთა, ჩემი რვეულები რომ აღარ ჩავალაგო იმ ძველში, რომელიც ნაგავში ნაპოვნს ჰგავს. უბრალოდ გაიცვითა, აგერ, უკვე რამდენი წელია გვაქვს. მეც მინდა, სხვა გოგონებივით ლამაზი ჩანთა რომ მქონდეს. სპორტის გაკვეთილისთვის ფორმა არ მაქვს, არც ნორმალური ფეხსაცმელი. ვოცნებობ, რომ ისეთივე ლამაზი ფორმა მეცვას, როგორც ჩემს თანაკლასელ გოგონებს.

 სათამაშოებიც თითქმის არ მაქვს. არ ვწუწუნებ, მაგრამ ხანდახან, მინდა, რაღაც სახალისო რომ ვითამაშო, სხვა ბავშვებივით. ერთი სათამაშო მაინც რომ მქონდეს, იქნებ მეც ვიყო უფრო ხალისიანი? არ ვიცი.