ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო მეუბნებოდა, რომ აუხდენელია ჩემი ოცნება, თქვენ კი ამიხდინეთ

დედიკო მეუბნებოდა, რომ აუხდენელია ჩემი ოცნება, თქვენ კი ამიხდინეთ

დაბადების დღე: 31.12.2017
შეგროვებულია:
375.3 ₾
(დონორი: 44)

დედა მეუბნება: „ან საჭმელი უნდა აირჩიო, ან ველოსიპედი.“

 გიორგი: იცით, ბევრნი ვართ სახლში. არის დღეები, როდესაც საჭმელი ცოტა გვაქვს და სულ გვშია. მაგრამ თავში, ბევრი სურვილი მაქვს. ძალიან მინდა მქონდეს ველოსიპედი. წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვსეირნობ. კიდევ, მანქანები მიყვარს. მაგრამ, დედა სულ მეუბნება, რომ ან პური უნდა ავირჩიო, ან ველოსიპედი... და მეც ყოველთვის პურს ვირჩევ. რადგან სულ მშია! ვოცნებობ, რომ ყოველთვის ბევრი საჭმელი გვქონდეს და არავინ დარჩეს მშიერი. და კიდევ, მინდა მქონდეს ფანქრები, ფლომასტერები და ქაღალდი, რომ დავხატო.

 დედიკო ამბობს, რომ ოცნებები ხდება. ჩემს ოცნებებზე რომ ვფიქრობ, გულში სითბო მაქვს. ვიცი, რომ ძლიერი ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.