ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ოდესმე სახელგანთქმული სპორტსმენი თუ გამოვალ, ეს თქვენი დამსახურება იქნება!

ოდესმე სახელგანთქმული სპორტსმენი თუ გამოვალ, ეს თქვენი დამსახურება იქნება!

შეგროვებულია:
563 ₾
(დონორი: 27)

 ლუკა: აი თურმე როგორი ყოფილა, როდესაც ყველა ოცნება ხდება! როდესაც სიხარულისგან გული მზადაა ამოხტეს! მართალი გითხრათ, თქვენ კი ამბობდით, რომ ჩემი ოცნება ახდება, მაგრამ არ მჯეროდა! ახლაც ვერ ვიჯერებ!
        - რას გრძნობ?
        ლუკა: აი, ნახე შენ თვითონ, ხელი დამადე გულზე!  ლამისაა ამოხტეს! არასდროს ვყოფილვარ ასე! და ალბათ, არც ვიქნები. როცა მამა ცოცხალი იყო, სულ მპირდებოდა, რომ ბევრს იმუშავებდა და ველოსიპედს მიყიდიდა. მაგრამ რომ გარდაიცვალა, პურსაც კი ძლივს ვყიდულობდით. წარმომიდგენია, ახლა როგორ უხარია!
        - ლუკა, რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც მამიკოს მაგივრად, ასეთი საჩუქარი გაჩუქა?
        ლუკა: დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და იმას, რომ ყოველთვის შეძლონ და აუსრულონ სურვილები არა მხოლოდ საკუთარ შვილებს, არამედ იმ ბავშვებსაც, ვისაც სხვა არავინ ჰყავს, რომ აუსრულოს! მადლობა!