ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ოდესმე სახელგანთქმული სპორტსმენი თუ გამოვალ, ეს თქვენი დამსახურება იქნება!

ოდესმე სახელგანთქმული სპორტსმენი თუ გამოვალ, ეს თქვენი დამსახურება იქნება!

შეგროვებულია:
563 ₾
(დონორი: 27)
ოცნება ველოსიპედზე არ ბერდება

- ლუკა, გახსოვს, პირველად როცა გესტუმრე და გაგიცანი რა პატარა იყავი? ახლა კი ამხელა კაცი ხარ უკვე! 

ლუკა: კი, როგორ არ მახსოვს! მაშინ 6 წლის ვიყავი, ახლა 12-ს ვარ!

- მახსოვს, მაშინ რეგბის რამაში გინდოდა და ველოსიპედზე ოცნებობდი, ახლა რამე შეიცვალა?

ლუკა: ახლა, ხან ფეხბურთელი მინდა გამოვიდე, ხან რეგბისტი. ზოგჯერ ძალიან მინდა პლანშეტი მქონდეს, ზოგჯერ ბურთზე ვოცნებობ, მაგრამ ბავშვობიდან ერთ-ერთი შეუცვლელი ოცნებაა - ველოსიპედი! აი, ზოგჯერ თვალებს დავხუჭავ და წარმოვიდგენ როგორ დავქრივარ. ჯერ ჩემს ქუჩაზე, მერე დაბლა ჩავდივარ, მერე სხვა ქუჩაზე გადავდივარ, იქ ერთ გოგოს დავინახავ, ხელსაც დავუქნევ, თუ დამთანხმდება გავასეირნებ კიდევაც. როგორ ფიქრობ, უარს ხომ არ მეტყვის?

- შენ ვინ გეტყვის უარს? მეც დაგთანხმდებოდი.

ლუკა: არა, შენ დიდი ხარ, ვერ მოგერევი. 

- ველოსიპედის გარდა დაგრჩა კიდევ რამე აუსრულებელი ოცნება?

ლუკა: ტელეფონი მინდა. მერე იმ გოგოს ხომ უნდა დავურეკო, მოვიკითხო? გეხუმრები! ტელეფონი სწავლისთვის მინდა. აი, რომ არ მქონდა და გაკვეთილებზე ვერ შევდიოდი, მაგის გამო წელს ისეთი კარგი ნიშნები არ მაქვს. მე კიდევ, ხომ იცი, სწავლა მიყვარს. 

- და არის რამე ისეთი პატარ-პატარა ოცნებები, რაც უკვე აგიხდა?

ლუკა: ერთხელ რვეულები მაჩუქეს, ერთხელ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. მართლა გამიხარდა. მაგრამ ეს ადრე იყო.