ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ახლა, ამ ყველაფერს ჩავიცვამ და ეზოში გავალ, მამამ რომ დამინახოს ღრუბლებიდან, რა ლამაზი ვარ!

ახლა, ამ ყველაფერს ჩავიცვამ და ეზოში გავალ, მამამ რომ დამინახოს ღრუბლებიდან, რა ლამაზი ვარ!

შეგროვებულია:
370.11 ₾
(დონორი: 34)
ეს ხომ უსამართლობაა, ასე ცუდად რომ მაცვია?! მერე რა, რომ ავად ვარ. ხომ, გამომაჯანმრთელებთ?! მე ხომ, კარგი გოგო ვარ!
- თამრიკო, გვიამბე, როგორ ხარ? რა ხდება ახალი?
თამარი: მამიკო ხშირად მახსენდება და ვტირი. ერთი წლის წინ მომიკვდა. დედა მეუბნება, ღრუბლებიდან გვიყურებს და აღარაფერი სტკივაო. მე კი, ხანდახან, ისე ძალიან მინდა, რომ ჩავეხუტო.
- მამიკო ახლა ღმერთთან ცხოვრობს, ხომ იცი? იქ კარგად არის.
თამარი: ვიცი, ვიცი! ხანდახან, გარეთ გავდივარ კიდეც და ჩურჩულით ვეუბნები ხოლმე ჩემს სურვილებს.
 - და რა სურვილები გაქვს?
თამარი: გახსოვს, ველოსიპედი რომ მინდოდა? არ იცი? რა სასაცილო ხარ! სულ ახალთახალი მომიტანეს! ახლა ვოცნებობ, ახალი ლამაზი კაბები და ფეხსაცმელი რომ მქონდეს. იცი, რა ცუდია, სკოლაში ასე რომ დავდივარ? ყველა გოგო სულ სხვადასხვანაირ კაბაში დადის გამოწყობილი. მე კი, მხოლოდ ერთი წყვილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მაქვს. ხომ შეიძლება, ისე მოხდეს, ორი მაინც რომ მქონდეს? შენი აზრით, შეიძლება, ასეთი ოცნება ამიხდეს?