ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თქვენ გამახსენეთ, რომ გულის სიღრმეში ისევ ის პატარა გოგო ვარ, რომელსაც არ აქვს კიბო და მკერდი არ ულპება, და მაინც შეუძლია, რაღაცით გაიხაროს...

თქვენ გამახსენეთ, რომ გულის სიღრმეში ისევ ის პატარა გოგო ვარ, რომელსაც არ აქვს კიბო და მკერდი არ ულპება, და მაინც შეუძლია, რაღაცით გაიხაროს...

შეგროვებულია:
460.64 ₾
(დონორი: 44)

თქვენ გამახსენეთ, რომ გულის სიღრმეში ისევ ის პატარა გოგო ვარ, რომელსაც არ აქვს კიბო და მკერდი არ ულპება, და მაინც შეუძლია, რაღაცით გაიხაროს...
60 წლის ვარ და ცოცხლად ვლპები, შეგუებული ვარ კიბოს, სიღარიბეს და შიმშილს. თითქოს, ერთი დიდი იმედგაცრუებაა, მთელი ჩემი ცხოვრება, შეცდომებისა და ტრაგედიების რიგი. მაგრამ თქვენ გამახსენეთ, რომ სულის სიღრმეში, ისეთივე პატარა გოგო ვარ, როგორიც ვიყავი მრავალი წლის წინ,  ოცნებებითა და რწმენით აღსავსე, რომელსაც არ აქვს კიბო და მკერდი არ ულპება, და მაინც შეუძლია, რაღაცით გაიხაროს.
თურმე, როგორ მაკლდა კეთილი სიტყვები, თქვენი ზარები,  მხარდაჭერა, ჩემო ძვირფასებო. ბავშვივით გამიხარდა თბილი ფეხსაცმელი, რომელიც მაჩუქეთ, არაფერი მქონდა ამ სიცივეში რომ ჩამეცვა. მაგრამ ჩემთვის, ყველაზე დიდი ბედნიერება საჭმელია! ისე გამოვიზოგავ, რომ რამდენიმე თვე მეყოს. მადლობა, მადლობა... მილიონჯერ გიხდით მადლობას იმისთვის, რომ სიცივით და შიმშილით არ მოვკვდები ამ ზამთარს!