ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ოცნების მრცხვენოდა. მაგრამ თქვენ აასრულეთ ჩემი ოცნებები და გეფიცებითб რამდენიმე წლით გამიხანგრძლივეთ სიცოცხლე!

ოცნების მრცხვენოდა. მაგრამ თქვენ აასრულეთ ჩემი ოცნებები და გეფიცებითб რამდენიმე წლით გამიხანგრძლივეთ სიცოცხლე!

შეგროვებულია:
1,305.75 ₾
(დონორი: 97)

როდესაც მკითხეს, რაზე ვოცნებობ, გამეცინა. ეს იყო სიმწრის, იმედგაცრუებისა და უსუსურობის სიცილი. ოცნება? ყოველდღე გადარჩენისთვის ვიბრძვი, რაზე უნდა ვიოცნებო?! რეალისტი ვარ და ერთადერთი, რაც ნამდვილად მჭირდება, არის საკვები, წამალი და საფენები. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც ოდნავ მაინც შეამსუბუქებს ჩემს ყოველდღიურ ტანჯვას. ოცნების კი მრცხვენოდა. მეგონა, რომ არავის ვჭირდებოდი ჩემი ოცნებებით და სასაცილოა. მერე რა, რომ არ გვაქვს წყლის გამაცხელებელი და დაბანა წამებაა ჩემთვის, ჩემი ავადმყოფი მეუღლისთვის და მისი დედისთვის, რომელიც კიბოთი კვდება. მერე რა, რომ მობილური ტელეფონი გაფუჭდა და შეიძლება სასწრაფოს ვერ დავუკავშირდე, თუ ცუდად გავხდი.
თურმე, როგორ ვცდებოდი... ფონდმა შეკრიბა საუკეთესო ადამიანები, რომლებმაც ჩემი ოცნებები აასრულეს. რამდენიმე წლით გამიხანგრძლივეთ სიცოცხლე, გეფიცებით! მადლობა ღმერთს, რომ გამოჩნდით ჩემს ცხოვრებაში, თორემ ის ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს ჰგავდა. თქვენ ხართ ჩემი მფარველი ანგელოზები! ალბათ, ტყუილად არ მიცხოვრია, რადგან თქვენგან ასეთი სიყვარული დავიმსახურე! გმადლობთ, ჩემო ძვირფასებო!