ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საჩუქარი, რომელიც კარგ განწყობას მიქმნის და იღბალი მოაქვს!

საჩუქარი, რომელიც კარგ განწყობას მიქმნის და იღბალი მოაქვს!

შეგროვებულია:
163.18 ₾
(დონორი: 21)

მინდა,  მონაწილეობა ყველა შეჯიბრში მივიღო... ვასახელო ჩემი ქვეყანა - საქართველო! და  ძალიან მინდა, საკუთარი ფორმით გამოვიდე ხოლმე შეჯიბრზე...

 „როდესაც ჩემი კუთხე მოვაწყვე, როდესაც ჩემი მედლები და ფორმები გამოვფინე ჩემს ლამაზ ოთახში, სწორედ მაშინ გაჩნდა ის საზიზღარი ცეცხლი. ყველაფერი ნაცრად აქცია. ჩემი ტანსაცმელი, ფორმები, სიგელები წამართვა! მე კი... მე იმდენი ვიწვალე მათ მოსაპოვებლად!“
        კახაბერი (13 წლის): მე კახაბერი ვარ, ქართველი ბიჭი. ძიუდოზე დავდივარ. შეჯიბრებებზე ყოველთვის წარმატებით გამოვდივარ! იცით, რამდენი მედალი მაქვს აღებული? 
       - ასევე, ახლახან, ბორჯომსა და ხაშურში გამართულ ტურნირებზე აიღე, ხომ ასეა?
        კახაბერი: კი ავიღე, საკმაოდ წარმატებული გამოსვლა მქონდა 40 კგ-იან კატეგორიაში. სპორტი ძალიან მიყვარს. მინდა ვარსკვლავი გავხდე. ბევრს ვივარჯიშებ ამისთვის. მერე... მერე, ოლიმპიადებზე გამოვალ და საქართველოს პირველობისთვის ვიბრძოლებ.
       - კიდევ სად გეგმავ ასპარეზობას ახლო მომავალში?
       კახაბერი: ვერაფერს გეტყვით, ჩემს ოჯახს უბედურება დაატყდა თავს. სახლი დაგვეწვა. რაც დედამ და მამამ წლების განმავლობაში შეიძინეს, ყველაფერი განადგურდა. ახლა, მათ იმის საშუალებაც კი არ აქვთ, ძიუდოს ვარჯიშებზე რომ მატარონ.  რომ არა ჩემი კარგი მასწავლებელი, საერთოდ მომიწევდა თავის დანებება.
      - მასწავლებელი თანხას არ გახდევინებს?
      კახაბერი: დიახ, უფასოდ მავარჯიშებს. ის ძალიან კარგი ადამიანია. ძალიან მიყვარს! მაგრამ, ფორმები მჭირდება. სულ ნათხოვარი ფორმებით ხომ ვერ ვივარჯიშებ? მრცხვენია სულ თხოვნა... ჩემს მშობლებს კი, ხანდახან გზის ფულიც არ აქვთ, რომ მომცენ და სხვა ქალაქებში ტურნირებზე გამიშვან... განა არ მუშაობენ? ბევრს წვალობენ, მაგრამ, ყველაფერი თავიდან აქვთ დასაწყები. ხანძრის მერე, თითქმის არაფერი დაგვრჩა...