ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ენა ჩამივარდა, ეს უმაგარესი გიტარა რომ დავინახე

ენა ჩამივარდა, ეს უმაგარესი გიტარა რომ დავინახე

შეგროვებულია:
290.16 ₾
(დონორი: 35)
თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ,  ისევ როგორ ვიცვამ ჩემს ჩოხა-ახალუხს...
ბიძინა (14 წლის): როდესაც ვიფიქრე, რომ ბედნიერი ვარ, ზუსტად მაშინ დაგვეწვა სახლი. იქ, მე ჩემი ინსტრუმენტები მქონდა - გიტარა, ფორტეპიანო...  ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ჩემი ცეკვის ფორმების და სიგელების ნაწილი დაიწვა. ე-ე-ეჰ, როგორ ვუფრთხილდებოდი...
       - ახალს გიყიდიან...
      ბიძინა: დედას და მამას აღარ აქვთ საშუალება. ბევრს შრომობენ, მაგრამ ყველაფერი თავიდან როგორ უნდა მოაგროვონ?  ამას, ალბათ, ბევრი წელი დასჭირდება...
      - შენ კი, კონცერტებისთვის ფორმები უნდა გქონდეს! ხომ ასეა?
      ბიძინა: დიახ! 9 წელია, ცეკვაზე დავდივარ. ანსამბლში ვცეკვავ. ფესტივალებზე გამოვდივარ. ფორმების გარეშე კი, აბა, როგორ? იცით, როგორ მიყვარს ქართული ცეკვა? განსაკუთრებით სვანური, რაჭული, მთიულური...  ე-ე-ე, ყველა ქართული ცეკვა მიყვარს! ჩვენი ცეკვა,  ყველასგან განსხვავებულია და მთელს მსოფლიოს აოცებს! იცით, რაზე ვოცნებობდი? დიდი რომ გავიზრდებოდი, წავიდოდი  ყველა ქვეყანაში და ამაყად ვიცეკვებდი ქართულს! როდესაც ვცეკვავ, თავს ბედნიერად ვგრძნობ. მაგ დროს, ისიც კი მავიწყდება, სახლი რომ დაგვეწვა...
      - მაშინ, აუცილებლად უნდა გააგრძელო ცეკვაზე სიარული!
      ბიძინა: ვაგრძელებ. ჩემი მასწავლებელი დიდი ადამიანია. ის სწავლის ფულს არ ახდევინებს ჩემს მშობლებს. მაგრამ, ფორმების შოვნა ცოტა რთულია. სულ ხომ არ ვითხოვებ? 
      - რომელ ანსამბლში ცეკვავ?
       ბიძინა: ,,ბანგურიანში“. კარგი ანსამბლია. კიდევ, ახლახან, „გრან პრი“ ავიღეთ საერთაშორისო ფესტივალ „ჰარირაზე“. იცით, რა არის „ბანგურიანი“? მთა არის მესტიაში. ისეთი ლამაზია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თოვლით იფარება...