ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რომ გავიზრდები, ასეთი ნამდვილი მექნება!

რომ გავიზრდები, ასეთი ნამდვილი მექნება!

შეგროვებულია:
161 ₾
(დონორი: 10)
ჩემს გულში წითელი მანქანა ცხოვრობს!
  ანდრია (5 წლის): არ გეტყვი, რა მინდა, დეიდა. (კორესპონდენტს - რედ.) დედიკოს ვთხოვ, უარს მეუბნება! მამიკოს ვთხოვ, ისიც უარს მეუბნება. შენც უარს მეტყვი! არ გეტყვი!
        - გეფიცები, არ გეტყვი უარს. შეგიძლია მითხრა რაზე ოცნებობ?
          ანდრია: არის ისეთი მანქანა, თვითონ რომ დადის.  ნამდვილივით, მაგრამ ნამდვილი არ არის. აი, იმით, რა ჰქვია, ანტენით. და შეგიძლია შორიდან მართო, რომ იაროს. მიხვდი?
         - ჰო, მივხვდი! „პულტიანი“ მანქანა!
         ანდრია: კი, კი, კი! ყველაზე მაგარია! ყოჩაღ! იცი! შენც გაქვს ეგეთი ალბათ, ჰო? მე არ მაქვს! შეიძლება, მეც მქონდეს? დედამ მითხრა, არაო. "პატარა ხარ და გააფუჭებო". უთხარი, რომ არ გავაფუჭებ. არც კი შევეხები. ჩემს დასაც არ ვათხოვებ! უთხარი, უთხარი! და მაჩუქე ეგეთი მანქანა. ძალიან, ძა-ა-ა-ალიან გთხოვ!
        - მანქანის გარდა, კიდევ რა გაგიხარდება?
        ანდრია: ნაყინი და ჩიფსები! დედა მაგასაც მიკრძალავს! მაგრამ თქვენც ხომ ეტყვით, რომ შეიძლება! ხომ არ მომატყუებ?