ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მიჩქმიტეთ, მგონი, სიზმარში ვარ!

მიჩქმიტეთ, მგონი, სიზმარში ვარ!

შეგროვებულია:
688.24 ₾
(დონორი: 66)
ყველა ოცნება ხომ ვერ ახდება?
შალვა: აი, მეკითხები, რა არის ჩემი ოცნება, მაგრამ მე ვერაფერზე ვერ ვიოცნებებ. ზუსტად ვიცი, მინდა პოლიციელი გამოვიდე. სხვა არაფერი. რაზე შეიძლება ოცნება?
        - ყველაფერზე! აი, რაც აქვთ სხვა ბავშვებს, და შენც გინდა, რომ გქონდეს.
შალვა: პლანშეტი? ასეთ რამეზე ოცნება შეიძლება? ისეთი საინტერესოა! ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ვიღაც ძია ვარსკვლავებზე ძალიან მაგარ ამბავს ყვება და კიდევ იცი, შეგიძლია, წერილი მისწერო ნამდვილ ფეხბურთელს და წაიკითხავს!
-  პირველ რიგში ვის მისწერდი?
         შალვა: ჯერ, ყველა ჩვენს ქართველ ფეხბურთელს, რაგბისტს და კალათბურთელს. ვეტყოდი, როგორ ვამაყობ მათით!
        - შესანიშნავი აზრია! პლანშეტის გარდა? იქნებ, ლამაზი სპორტული ტანსაცმელი, ან ფეხსაცმელი გჭირდება?
         შალვა: იცი, რა ცუდია, ჩუსტებით ფეხბურთის თამაში? ან დახევ, ან წაიქცევი... მაგრამ, პლანშეტი ჯობია!
         - ჩემი აზრით, ერთი მეორეს არ უშლის ხელს!
          შალვა: რა? შემიძლია ერთდროულად ორი რამ „მოვიოცნებო"? მაგარია! მაშინ, ბედნიერებისგან უბრალოდ მოვკვდები!