ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყველა სურვილი ამისრულდა, მაგრამ რამდენიმე კიდევ დარჩა!

ყველა სურვილი ამისრულდა, მაგრამ რამდენიმე კიდევ დარჩა!

შეგროვებულია:
186.8 ₾
(დონორი: 23)
მინდა, გავხდე სპაიდერმენი და ჩემი დედიკო გამოვაჯანმრთელო!
გიორგი: ჩემი დედიკო ექიმებთან დადის და მეც თან დავყავარ. რაღაც ნემსებს უკეთებენ. მერე კი, ცუდად არის ხოლმე. ექიმები ვერ შველიან. ამიტომ, მინდა სპაიდერმენი რომ გავხდე. იცი, რამხელა ძალა აქვს? აი, მეც რომ მექნება ამხელა ძალა, დედას გამოვაჯანმრთელებ და ისე გავაკეთებ, რომ თავზე თმა ამოუვიდეს.
        - და რა გჭირდება იმისთვის, სპაიდერმენი რომ გახდე?
        გიორგი: აი, პირველ რიგში, ისეთივე ფორმა, როგორიც მას აქვს! დანარჩენს, მე თვითონ გავაკეთებ. კიდევ, ძალიან მჭირდება მანქანა! ისეთი, რომ ჩავჯდე. ცოტა დიდი, რომ დედაჩემიც ჩაეტიოს და საავადმყოფოში მე წავიყვანო. თორემ,  ყოველთვის კი არ უთმობენ ადგილს ავტობუსში და ამ დროს, მინდა, ყველა გავყარო იქიდან.
       -დედაზე ძალიან ზრუნავ, შენ სპაიდერმენზე უფრო მაგარი ხარ!
       გიორგი: დედას არავინ ჰყავს ჩემს გარდა. და მეც არავინ მყავს დედიკოს გარდა. არ მინდა, დედიკო რომ მოკვდეს. ის თუ მოკვდება, მეც მოვკვდები!