ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პატარა სალომეს მთავარი სურვილი აუსრულდა!

პატარა სალომეს მთავარი სურვილი აუსრულდა!

შეგროვებულია:
249 ₾
(დონორი: 8)
უზარმაზარ გემრიელ ტორტზე ვოცნებობ, რომ სურვილი ჩავუთქვა!
- სალომე, რატომ ხარ მოწყენილი?
       სალომე: იმიტომ, რომ სურვილები არასდროს მიხდება.
       - რა სურვილები?
       სალომე: ჩვეულებრივი. თოჯინა „მინი მაუსი“ მინდა და კიდევ, დიდი დათუნია. ისე მაგრად ჩავეხუტებოდი... მაგრამ ალბათ,  მათაც ჩემსავით  შეეშინდებათ ჩვენი სახლის. აქ ხომ წვიმა ჩამოდის და ქარი ზუზუნებს. შეიძლება მალე დაინგრეს.
       - შენ გეშინია, პატარავ?
        სალომე: ხანდახან ისე მეშინია, რომ მინდა მალე დავიძინო!
 - კიდევ რაზე ოცნებობ?
          სალომე: კიდევ, გემრიელ ტორტზე. ჯერ სანთლებს ჩავარჭობ და სურვილს ჩავიფიქრებ, მერე კი შევახრამუნებ.
რა სურვილს?  „მინი მაუსი“ და დათუნია რომ გქონდეს?
სალომე: ჩემი სახლი რომ არ დაინგრეს...