ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გიორგის ახალი მაგიდა აქვს სამეცადინოდ

გიორგის ახალი მაგიდა აქვს სამეცადინოდ

შეგროვებულია:
200 ₾
(დონორი: 25)
არ შეიძლება, ერთხელ მაინც რომ სკოლისთვის ყველაფერი ახალი მქონდეს?!
- რაზე ოცნებობ გიორგი?
       გიორგი: ყველაფერ ახალზე... განსაკუთრებით, სკოლის ნივთებზე... ყველაფერი ახალი რომ მქონდეს, უკეთესად ვისწავლიდი.
       - ახლა როგორ სწავლობ?
       გიორგი: კარგად, მაგრამ მინდა, უკეთესად ვისწავლო. აი, არც სამეცადინო კუთხე მაქვს და არც მაგიდა, სადაც ჩემს ნივთებს დავალაგებდი.
       - აბა, სად მეცადინეობ?
        გიორგი: ხან სად და ხან სად. ზოგჯერ იატაკზეც დავჯდები ხოლმე, როდესაც ჩემს პატარა და-ძმას შია და მაგიდა დაკავებულია. მე კი, გაკვეთილების მომზადება უნდა მოვასწრო. ხანდახან ვოცნებობ როგორ მოვაწყობდი ჩემს კუთხეს, ჩემთვის ვიქნებოდი და ხელსაც არავინ შემიშლიდა... ჩემს მეგობრებთან მინახავს ასეთი კუთხე. მე კი არ მაქვს და ალბათ, არც არასდროს მექნება...