ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როგორც იქნა! ახლა, ნამდვილი მოზარდი გოგო ვარ!

როგორც იქნა! ახლა, ნამდვილი მოზარდი გოგო ვარ!

შეგროვებულია:
713.94 ₾
(დონორი: 77)
ისეთივე ოცნებები მაქვს, როგორც ყველა ქართველ გოგონას ვინც ცხოვრობს ჩვენს სამშობლოში! გოგონები ბიჭებივით კი არ არიან! მათ სჭირდებათ ახალი ტანსაცმელიც, ტელეფონიც და კომპიუტერიც. ამაზე ლაპარაკი ძალიან მრცხვენია...
თეკლა (12 წლის): დიახ, ხანდახან მეც ჩვეულებრივი ქართველი მოზარდი ვარ, რომელსაც ბევრი რამ უნდა: ისეთივე ტელეფონი, როგორიც ჩემს კლასელებს აქვთ, რომ არ ჩამოვრჩე; ახალი ზედა და შარვალი, და არა ეს გაქუცული ჰუდი, რომელიც სხვა მეორად ტანსაცმელთან ერთად ფუთაში იდო. მეც მოვიხდენდი ახალ ტანსაცმელს, მგონი, მეც ლამაზი ვარ. მეც მინდა მქონდეს საკუთარი კომპიუტერი, უცხო ენები რომ ვისწავლო.
მაგრამ, რა დროს ჩემი „მინდებია“. ეს თითქოს უსამართლობაც არის ჩემი ოჯახის მიმართ. ჩემი დედიკო წვალობს, ცდილობს, როგორმე გაგვატანინოს თავი. ამბობს, რომ მისი მარჯვენა ხელი ვარ. გული ეტკინება, თუ ისეთ რამეს ვთხოვ, რასაც ვერ მომცემს.
მაგრამ ეს ოცნებები ჯიუტია, მაინც მიძვრება თავში. წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ჩვენი ოთახი განათებულია, ეს ნათურა კი აღარ ბჟუტავს და თვალებს აღარ გვტკენს. მაგიდაზე ჩემი კომპიუტერი დევს. ვრთავ და ეკრანზე ჩნდება წარწერა: "მოგესალმებით!" ჩავრთავ ჩინური ან კორეული ენის გაკვეთილს (ვგიჟდები, ისე მომწონს ეს ორი ენა) და ყურსასმენებით ვუსმენ. მერე კი, ვიწყებ ჩემი წიგნის პირველი თავის აკრეფას. გეფიცებით, ბევრი რამ მაქვს თქვენთვის მოსაყოლი!
წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვამეცადინებ ჩემს ძმას გაბრიელს და ის სათამაშო სახლი განვითარებაში როგორ ეხმარება. ლამაზია, ხისგან დამზადებული, ყველაფერი აქვს რაც აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს სჭირდებათ: საათები, საანგარიშო, ფერები. და ეს სახლი მაღაზიაში კი აღარ დევს, სადაც მე დავდივარ მის სანახავად, უკვე ჩვენია! და ჩემი გაბი იწყებს ლაპარაკს...
არ ვიცი, იქნებ სჯობს დავივიწყო ეს ოცნებები და დავმშვიდდე? თუ ჯობდა მეთქვა?