ნაქირავებ ბინაში მცხოვრობი მილიარდერი - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნაქირავებ ბინაში მცხოვრობი მილიარდერი image

ნაქირავებ ბინაში მცხოვრობი მილიარდერი

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში
მისი ქველმოქმედების შესახებ 15 წლის განმავლობაში ფართო საზგადოებისათვის არაფერი იყო ცნობილი, ამერიკელებმა კი წლების განმავლობაში არ იცოდნენ, რომ მათ ქვეყანაში ასეთი გამორჩეული მილიარდერი ცხოვრობდა.

ჩაკ ფინის, Duty Free-ის 84 წლის დამაარსებლის „პოვნა” დეტექტივსაც კი გაუჭირდებოდა. ეს არცაა გასაკვირი,  რადგან მილიარდერს არ ჰყავს საკუთარი მანქანა, რა თქმა უნდა - არც სახლი, ზოგჯერ მგზავრობს ტაქსითაც, უმეტესად მეტროთი, არასდროს ირჩევს ბიზნეს კლასს, ელიტარულ და ძვირადღირებულ რესტორნებს თავს არიდებს და მათ პატარა, მყუდრო საკვებ ობიექტებს ამჯობინებს, მის გარდერობში ვერ იპოვით ვერცერთი ცნობილი დიზაინერის მიერ შეკერილ სამოსს, მისი საყვარელი მაჯის საათი კი, მხოლოდ 15 დოლარი ღირს. ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩაკ ფინის ქველმოქმედება აბსოლუტურად უნიკალურია - ბოლო 32 წლის განმავლობაში კომპანია Duty Free-ის დამაარსებელმა საქველმოქმედო მიზნებს 6,5 მილიარდი დოლარი შესწირა. მან ფინანსირება გაუწია მეცნიერების, განათლების, ჯანდაცვის სფეროს როგორც აშშ-ს, ასევე სამხრეთ აფრიკის, ვიეტნამის, ირლანდიის, ავსტრალიისა  და ბერმუდის კუნძულებზე არსებულ მოხუცთა სახლების დაფინანსებას. ფინი მიღწეულზე შეჩერებას არ გეგმავს - 2016 წლისთვის იგი დარჩენილი ქონების - 1,3 მილიარდისაგან „განთავისაუფლებასაც“ გეგმავს, 2020 წელს კი, როცა ამერიკელი 90 წელს მიაღწევს, მის მიერ 1982 წელს დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი The Atlantic Philanthropies-ი საქმიანობას ოფიციალურად შეწყვეტს.

„ჩაკ ფინი იდეალური, მისაბაძი პიროვნებაა. ის ცოცხალი მაგალითია, თუ როგორ უნდა აკეთო კეთილი საქმეები ცხოვრებაში. ეს ადამიანი სიკვდილს არ ელოდება, რათა გაიღოს ყველაფერი, რაც მას ეკუთვნის“, - ბილ გეითსი.

რეკომენდებული პროექტები: