ქართულ ნაციონალურ ბალეტ ,,სუხიშვილებისა” და ანსაბლ „რუსთავის“ ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა, სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ბერი ანდრიას ფონდს გადაერიცხა.
კონცერტი საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა გახსნა და მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას გულისხმიერებისა და დაავადებული ბავშვებისადმი გამოვლენილი სიკეთისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აღნიშნული საღამო ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც ღონისძიებაზე შემოსული თითოეული თეთრი იმ ადამიანებს ერიცხებათ, ვისაც სიცოცხლის გადასარჩენად ახლა ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება და მათი რეაბილიტაციისა და მკურნალობითვის აუცილებლობას წარმოადგენს.
ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, ყველა პრობლემა გადაილახება თუ გულგრილობისა და უნდობლობის გადალახვა მოხერხდება, რისი მაგალითიც ფილარმონიაში გამართული კონცერტი იყო. საკრებულოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს ინიციატივის გაზიარებისთვი სკულტურის პალატის ხელმძღვანელს დავით ოქიტაშვილს, ნინო და ილიკო სუხიშვილებსა და ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელს ანზორ ერქომაიშვილს მადლობა გადაუხადა.
დედაქალაქის საკრებულოს მიერ, სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად უკვე არაერთი ღონისძიება განხორციელდა, რაც ბერი ანდრიას ფონდის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან შემწეობას წარმოადგენს.