„ერთად სიცოცხლის მხარდამხარ“ - აქცია ლუკა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ერთად სიცოცხლის მხარდამხარ“ - აქცია ლუკა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად image

„ერთად სიცოცხლის მხარდამხარ“ - აქცია ლუკა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

12 წლის ლუკა ჩხარტიშვილის დასახმარებლად, მოხალისეთა გაერთიანებამ „ერთად სიცოცხლის მხარდამხარ“ 7 ივლისს 5 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის მე - 3 კორპუსის საკონფერენციო დარბაზში შეკრიბა პრესკონფერენცია თემაზე: ,,ელიტარული დუმილი და უბრალო ადამიანების როლი ქველმოქმედებაში“.

ლუკა ჩხარტიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონი უკვე დაიწყო. გვსურს მივაწვდინოთ ხმა მათ, ვისაც ლუკას უცხოეთში მკურნალობის დაფინანსება ხელეწიფება.

ეს ის დაავადებებია, რაც ლუკას საქართველოში დაუდგინდა: ტერფის ძვლის სიმსივნე, თირკმელების გაორება, ნალისებური თირკმელი, თავის ქალის თხემის ძვლის დეფორმაცია, ნაღვლის ბუშტის დეფორმაცია, რეაქტიული პანკრიატიტი. ბავშვი კრიზისის დროს ვარდება კომაში, ეცემა წნევა და ტემპერატურა, ეშლება სხეულის ორგანოები.

ლუკას ჯანმრთელობა ბეწვზე ჰკიდია, დრო არ ითმენს. პროცესები შექცევადია, ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება ზუსტი დიაგნოსტიკა და მკუნალობა საზღვარგარეთ.

ლუკას ირგვლივ გაერთიანდნენ სტუდენტები და მოხალისე ადამიანები, ისინი უანგაროდ აკეთებენ იმას, რაც მათ ძალებს აღემატება. მაგრამ ლუკას სიცოცხლის გადასარჩენად ეს არ არის საკმარისი. მოუწოდებთ მთავრობას და ბიზნესმენებს დაეხმარონ ლუკას!

საქვემოქმედო მარათონის ორგანიზატორები არიან მოხალისეთა გაერთიანება:

ფონდი „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“, საქართველოს უნივერსიტეტის საქვემოქმედო კლუბი„Charity For People“, ინტერნეტ მარკეტინგული კომპანია „Ipromoters“, კონსალტინგი „Award“.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 570 10 16 67/ 598 95 08 20

რეკომენდებული პროექტები: