საქველმოქმედო აქცია ნეირორეაბილიტაციის ცენტრში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო აქცია ნეირორეაბილიტაციის ცენტრში image

საქველმოქმედო აქცია ნეირორეაბილიტაციის ცენტრში

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
საერთაშორისო ორგანიზაცია, „სამარიტელთა ქისა“, საქართველოში რამდენიმე წელია საქველმოქმედო საქმიანობას, რელიგიური ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებს. ყოველ წელს, ამერიკელი და ევროპელი ბავშვები  საშობაო საჩუქრებს სწორედ ამ ორგანიზაციის მეშვეობით უგზავნიან მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებს. საჩუქრები 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. დღეს ეს საჩუქრები ბათუმის პროტესტანტული ეკლესიის მეშვეობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნეირორეაბილიტაციის 50-მა პატარა პაციენტმაც მიიღო.

„ქველმოქმედებითა და ყურადღებით ეს პატარები არ არიან განებივრებული, თითქმის არავინ მოდის მათ სანახავად, წელს პირველად მიიღეს ეს საჩუქრები“- ამბობს პატარა ლუკას დედა, გვრიტუნა ჯაფარიძე. მას ბავშვი სარეაბილიტაციო კურსზე ქობულეთიდან დაჰყავს.

„წელიწადში სამი კურსი უტარდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამიტომ კერძოდ დამყავს. ერთი კურსი 400 ლარამდე ჯდება, რომ შევუწყვიტო წინა კურსიც ეფექტს კარგავს, ამიტომ ვცდილობთ კერძოდ ვატარო სავარჯიშოდ“.

ლია ფუტკარაძე სოციალურ სახლში ცხოვრობს, სარეაბილიტაციო ურსებზე ტყუპი გოგონები მეხუთე წელია დაჰყავს: „აქ მკურნალობით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს კურსები არ არის საკმარისი, ძნელია ორ ბავშვთან სახსრების გამონახვა, მაგრამ ვცდილობ, რომ დამატებითი კურსი მაინც ჩავუტარო, მკურნალობა 18 წლამდე სჭირდებათ“.

მშობლების აზრით, მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება, თუკი დაფინანსებაში სახელმწიფოს გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. ნეირორეაბილიტაციის ცენტრში ამ ეტაპზე ასზე მეტი ბავშვი მკურნალობს.

რეკომენდებული პროექტები: