შევიხედოთ რა ხდება ქობულეთის პანსიონის სამეცადინო ოთახში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შევიხედოთ რა ხდება ქობულეთის პანსიონის სამეცადინო ოთახში image

შევიხედოთ რა ხდება ქობულეთის პანსიონის სამეცადინო ოთახში

წლის წინ
სიახლეები
გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონში სწავლის სრულფასოვანი პროცესის წარმოებისათვის ყველა პირობაა შექმნილი. პატარებისათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი მაღალკვალიფიციური აღმზრდელები. ბავშვების აღზრდაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ მათი მშობლები, რომლებიც შვილებს ხშირად სტუმრობენ. აღსაზრდელებისათვის უკვე სრულად მოწყობილია სამეცადინო კუთხეები, შეძენილია ყველა საჭირო ინვენტარი და ტექნიკა, რომელიც ბავშვებს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის და სწავლა-განვითარებისთვის ესაჭიროებათ. ყველა მათგანისათვის შეძენილია ინდივიდუალური ლეპტოპები, რათა სასწავლო პროცესი უფრო გამარტივებულად და ეფექტურად წარიმართოს.

სურათებში ჩანს ბავშვების სამეცადინო ოთახი. სკოლიდან დაბრუნების და ჭამის შემდეგ მათთან მოვიდა მათემატიკის კერძო მასწავლებელი და გაძლიერებულად ამეცადინებს ბავშვებს მათემატიკაში. მათემატიკის და უნარების განვითარება ბავშვებს საშუალებას მისცემს მეტად გაეხსნეთ აზროვნება და განავითარონ თავიანთი ძლიერი მხარეები, რაშიც ფონდი მათ მაქსიმალურად ხელს უწყობს.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოციალური პარტნიორობა“ მადლობას უხდის პანსიონის კოლექტივს, მის მენეჯერს, აღმზრდელებს და მასწავლებლებს ბავშვებზე ზრუნვისთვის.
თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: